გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

AutoSharing Option
Sofascore.com-მა "გეტებორგის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს კარგი გარჯა დაუფასა და ის შვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ "ოსტერსუნდთან" შეხვედრაში მან კუთხურიდან ბურთი ჩაახვია და ასევე, საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა 8 114-მა მაყურებელმა ოვაციები გაუმართა გიორგის და მის გუნდს.

ხარაიშვილმა მიმდინარე სეზონის 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"გეტებორგი" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადავიდა და შემდეგ ტურში გასვლაზე "ნორკოპინგს" შეხვდება, იქამდე კი, 23 აგვისტოს, სტუმრად თასზე ქვედალიგელ "ტორნსს"
ეთამაშება. 

altგიორგი ხარაიშვილის გოლი კუთხურიდან და მისი სუპერმატჩი შვედეთში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული