კიტეიშვილი "ვოლფსბერგერთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში "შტურმი" სტუმრად დაუზავდა "ვოლფსბერგერს" (1:1) და ამ მატჩში საგოლე გადაცემა გრაცელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძლებმა გახსნეს, შესვენების შემდეგ კი ოთარმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, შეცვლაზე შესულ მარკოს პინკს საგოლედ უპასა.

ავსტრიული პრესა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მოკლედ, ახალ გუნდში გადასვლისთანავე მან ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი და "შტურმის" წამყვანი ფეხბურთელიც გახდა.

"შტურმი" 8 ქულით მე-4 ადგილზეა და 2 სექტემბერს "რაპიდს" მასპინძლობს.

altლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოთარამ იცის როგორ შეურწყას ერთმანეთს ინდივიდუალიზმი და გუნდური თამაში
შაკო
22:22 26-08-2018
0
ოთარ! გვახარებ და გვეამაყები! სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა!!! დიდი წარმატებების მოლოდინში ვარ!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული