ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
გასულ შაბათს ქართველი ლეგიონერებიდან თავი გატანილი გოლით ბაჩანა არაბულმა, ხოლო საგოლე გადაცემით ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა.

უნგრეთი. NB 1. მეექვსე ტური. პაკში - პუშკაშ აკადემია 3:2. "პუშკაშ აკადემიას" თავდამსხმელი ბაჩანა არაბული 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 76-ე წუთზე გოლი გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ახალ გუნდში.

ესპანეთი. სეგუნდადივიზიონი. მეორე ტური. რეუსი - სარაგოსა 0:0. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. ოცდამეხუთე ტური. ინტერი - როვანიემი 0:0. "როვანიემის" ჰავბეკი გიორგი გოროზია 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სლოვაკეთი. მეექვსე
ტური. დაკი - ჟილინა 0:0. "ჟილინას" ნახევარმცველი გიორგი თევზაძე განაცხადში არ იყო.

უკრაინა. პრემიერლიგა. მეექვსე ტური. ოლეკსანდრია - ვორსკლა 2:0. პოლტაველთა ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი მცველი ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მეექვსე ტური. პოგონი - ლეხია 2:3. "პოგონის" მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია.

ლიტვა. A ლიგა. ოცდამესამე ტური. შტუმბასი - ატლანტასი 2:1. "შტუმბასის" ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.

ავსტრია. ბუნდესლიგა. მეხუთე ტური. ვოლფსბერგერი - შტურმი 1:1. გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

altლეგიონი: ბეგლარიშვილის გოლი, ებრალიძის საგოლე გადაცემა

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
შეცდომა გაქვთ სათაურში არაბიძის ნაცვლად არაბული უნდა გეწეროთ..ყველა ქართველს წარმატება
საქართველოს გულშემატკივარი
26 აგვისტო 2018 07:56
2
შენ აჰა და შეგეშალა,წითელ ფორმიანი მართლა წააგავს არაბიძეს,მაგრამ ამ სამი ლაიქის ავტორებმა რაო,ხუმრობად ჩათვალეს თუ რა მოეწონათ?ვერ გავიგე.სურათზე თეთრ ფორმიანი ბაჩანა არაბულია და სათაურშიც მისი გვარი სწერია.
სოსო
26 აგვისტო 2018 12:36
1
არაბიძე ეწერა დილით მერე ჩაასწირა ავტორმა სტატია .
ტოტტი
26 აგვისტო 2018 15:02
0
Arabuli ceria megobaro.
Bajo
26 აგვისტო 2018 11:34
1

სიახლეები პოპულარული