ვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის დროით 06:30 საათზე მლს-ის 26-ე ტურში ქართველების "სან ხოსემ" "დალასი" 4:3 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან მლს-ის დასავლეთ დივიზიონის პირველადგილოსან გუნდს დუბლი შეუსრულა და გადამწყვეტი საგოლე გადაცემაც გააკეთა, რისი საშუალებითაც მათ შეხვედრა მოიგეს.

ყაზაიშვილმა თავი მე-15 და 42-ე წუთებზე გამოიჩინა. პირველი გოლის დროს მეტოქის მცველების დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე გოლის შემთხვევაში კი თავისი ტექნიკური შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა და გულშემატკივარს ულამაზესი გოლი შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, მატჩის 62-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო,
თუმცა ბოლოს ისევ ჩვენებურმა გამოიჩინა თავი და ვონდოლოვსკმა მისი პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გურამ კაშიამაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. მიუხედავად გამარჯვებისა, ქართველთა გუნდი კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 18 ქულა აშორებთ.

ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რაც შეეხება კაშიას აშკარად არ ყოფნის სისწრაფე. თუ არ ჩამოვა საერთოდ დიდ სირცხვილს გადაურჩება! ვერ არის ფორმაში! მაგრამ კობიაშვილი და ლგბტ თემი ინვალიდის ეტლითაც რომ იყოს, მაინც ათამაშებენ! უეფას და მსოფლიო ლგბტ-ს კოჭი ხომ უნდა გაუგორონ! ცოდვაა კაშია, მაგარ გაუგებრობაშია მოხვედრილი. გადააქციეს ქართველი კაცი ლგბტ-ს დროშად!
aburjga
31 აგვისტო 2018 08:31
2
სან ხოსეს 7 ნომერმა რომ მესამე გოლი შეაგდო არიენ რობენის სტილში ნამდვილი შედევრი იყო! ძალიან კარგ გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ. მალე გაიზრდება ეს ლიგა და 5 წელიწადში ნბა -ს მსგავსად უძლიერესი იქნება!
aburjga
31 აგვისტო 2018 08:26
0
ვაკო ჯიგარია სუფთა ქართველი ლინდონ დონოვანი!!!
ბრუკლინი
31 აგვისტო 2018 06:09
0
Rac amerikis chempionatshi ixarjeba fuli .magis naxevari chvens chempionatshi rom daixarjos top chempionati tu ara yoveltvis gveyoleboda ligaze gundi da evropa ligazec 100% ti. Kashia agar musrs saubari . Vako iq iyo sadac burti iyo mcvelebis shecdomit pirispir gavida da gamoiyena tavis shansebi carmatebebi orives miuxedavad imisa rom ar vetanxmebi kashias eset midgomas mainc carmatebebi ufalo sheinde yvela codvili chemi chatvlit
Emigranti
30 აგვისტო 2018 16:30
1
ვულოცავ ვაკოს წარმატებულ თამაშს, მაგრამ სამწუხაროდ გოლები რაც ვნახე, ძალიან დაბალი დონეა - ისეთი გოლები გავიდა, ჩვენთანაც კი არ გადის ალბათ. :(
???
30 აგვისტო 2018 13:53
1
kashia ra afortxiales, sistrafeshiz ashkarad moikochlebs, kocholava gazilebit magal doneze tamashobs! vako kargi iko!
qomagi
30 აგვისტო 2018 13:51
1
გოროგც იქნა მოიგეს. ვაკო კი არის ფორმაში, აი კაშიას კი დღესდღეობით ხოჭოლავა ჯობია.შახტარის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და სისტემატურად თამაში სახუმარო არაა.
emigranti
30 აგვისტო 2018 13:45
0
რა გიკვირთ გუშინ თუ ვერ ითამაშა გაფიცებთ :)) როგორ გინდა კონცენტრირდე ეგეთ დროს,თან ბოლოადგილოსანი გუნდის ერთ-ერთ მორიგ მატჩში. აქ კიდე ჩამოვა და კონცენტრირდება კიდეც, ყველა ეგეთს დაგიკიდებთ და სახეს აიძრობს თამაშით !
თორნიკე
30 აგვისტო 2018 10:43
7
ნუ ვაკომ ბრწყინვალედ ითამაშა,დიდებულ ფორმაშია. წესით ნაკრებში კარგი სანახავი იქნება შეტევაში ასევე კარგ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე,ვაკო და კიტეიშვილი,წინ ქვილითაია.ვაკოს სუსტი მხარე ის მგონია რომ დაცვას ძალიან ცოტას ეხმარება,რაც თანამედროვე ფეხბურთში არ შეიძლება.გურამი კი მართლაც ცოტა არ იყოს არეულად მოქმედებდა, როგორც ჩანს ჯერ ვერ გაიარა ადაპტაცია თავის პარტნიორებთან დაცვაში. ისე ნაკრების თამაშს მინიმუმ სასტარტო თერთმეტეული კარგ ფორმაში ხვდემა. კარს ალბათ კვასხვაძეს ანდობენ,დაცვაში: კვირკველია,კაშია,კაკაბაძე,ნავალოვსკი(აქ ცოტა მოვიკოჭლებთ),ცენტრი:გვილია და კანკავა,შემტევები: ყაზაიშვილი,კიტეიშვილი(შესაძლებელია პაპუნაშვილი),ჩაკვეტაძე და წინ ქვილითაია. ამ ბიჭებს ნამდვილად შესწევთ ძალა მინიმუმ 2 ბურთის სხვაიბით დაამარცხონ ყაზახები!
kika
30 აგვისტო 2018 10:24
1
მემგონი ცუდ ფორმაშია კაშია, და ვაისი ფრთხილად იყოს! ხოჭოლავა მგონი უკეთეს ახლა.
Vasili
30 აგვისტო 2018 09:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული