ვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის დროით 06:30 საათზე მლს-ის 26-ე ტურში ქართველების "სან ხოსემ" "დალასი" 4:3 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან მლს-ის დასავლეთ დივიზიონის პირველადგილოსან გუნდს დუბლი შეუსრულა და გადამწყვეტი საგოლე გადაცემაც გააკეთა, რისი საშუალებითაც მათ შეხვედრა მოიგეს.

ყაზაიშვილმა თავი მე-15 და 42-ე წუთებზე გამოიჩინა. პირველი გოლის დროს მეტოქის მცველების დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე გოლის შემთხვევაში კი თავისი ტექნიკური შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა და გულშემატკივარს ულამაზესი გოლი შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, მატჩის 62-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო,
თუმცა ბოლოს ისევ ჩვენებურმა გამოიჩინა თავი და ვონდოლოვსკმა მისი პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გურამ კაშიამაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. მიუხედავად გამარჯვებისა, ქართველთა გუნდი კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 18 ქულა აშორებთ.

ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნუ ვაკომ ბრწყინვალედ ითამაშა,დიდებულ ფორმაშია. წესით ნაკრებში კარგი სანახავი იქნება შეტევაში ასევე კარგ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე,ვაკო და კიტეიშვილი,წინ ქვილითაია.ვაკოს სუსტი მხარე ის მგონია რომ დაცვას ძალიან ცოტას ეხმარება,რაც თანამედროვე ფეხბურთში არ შეიძლება.გურამი კი მართლაც ცოტა არ იყოს არეულად მოქმედებდა, როგორც ჩანს ჯერ ვერ გაიარა ადაპტაცია თავის პარტნიორებთან დაცვაში. ისე ნაკრების თამაშს მინიმუმ სასტარტო თერთმეტეული კარგ ფორმაში ხვდემა. კარს ალბათ კვასხვაძეს ანდობენ,დაცვაში: კვირკველია,კაშია,კაკაბაძე,ნავალოვსკი(აქ ცოტა მოვიკოჭლებთ),ცენტრი:გვილია და კანკავა,შემტევები: ყაზაიშვილი,კიტეიშვილი(შესაძლებელია პაპუნაშვილი),ჩაკვეტაძე და წინ ქვილითაია. ამ ბიჭებს ნამდვილად შესწევთ ძალა მინიმუმ 2 ბურთის სხვაიბით დაამარცხონ ყაზახები!
kika
30 აგვისტო 2018 10:24
1
მემგონი ცუდ ფორმაშია კაშია, და ვაისი ფრთხილად იყოს! ხოჭოლავა მგონი უკეთეს ახლა.
Vasili
30 აგვისტო 2018 09:53
3
2 გოლი კაშიას ბრალი იკო
soso
30 აგვისტო 2018 09:42
4
ვერ იტყვი მასე, პირველ შემთხვევაში საყრდენი ნახევარმცველის ბრალი უფრო იყო, კაშია თავის პოზიციაზე იდგა, თავდასხმელს იყვანდა, მერე გადმოვიდა აქეთ, რადგან სივრცე იყო დარჩენილი, და ვერ ვერ გადაარჩინა, მეორე შემთხვევაშიც ვერ დააბრალებ მარტო მას.კაშია უალტერნატივოა დღეს ნაკრებში, თუნდაც ფსიქოლოგიურად, გუნდის თავდაჯერებისთვის.
გუგა
30 აგვისტო 2018 11:10
9
რა გიკვირთ გუშინ თუ ვერ ითამაშა გაფიცებთ :)) როგორ გინდა კონცენტრირდე ეგეთ დროს,თან ბოლოადგილოსანი გუნდის ერთ-ერთ მორიგ მატჩში. აქ კიდე ჩამოვა და კონცენტრირდება კიდეც, ყველა ეგეთს დაგიკიდებთ და სახეს აიძრობს თამაშით !
თორნიკე
30 აგვისტო 2018 10:43
7
kashia ra afortxiales, sistrafeshiz ashkarad moikochlebs, kocholava gazilebit magal doneze tamashobs! vako kargi iko!
qomagi
30 აგვისტო 2018 13:51
1
გოროგც იქნა მოიგეს. ვაკო კი არის ფორმაში, აი კაშიას კი დღესდღეობით ხოჭოლავა ჯობია.შახტარის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და სისტემატურად თამაში სახუმარო არაა.
emigranti
30 აგვისტო 2018 13:45
0
ვულოცავ ვაკოს წარმატებულ თამაშს, მაგრამ სამწუხაროდ გოლები რაც ვნახე, ძალიან დაბალი დონეა - ისეთი გოლები გავიდა, ჩვენთანაც კი არ გადის ალბათ. :(
???
30 აგვისტო 2018 13:53
1
არის დავა რომელი ჩემპიონატია ძლიერიიო? ამერიკის მლსს ვერავინ შეედრება. ინფრასტრუქტურით, ინგლისაც სჯობია და ყვეალ ევროპულსაც, ყვეალზე ძლიერი მოთამაშეები იქ არიან. შეიძლება არ იყოს, რეალი, ლივერპული, იუვენტუსი, პსჟ, ბაიერნი, მაგრამ, ყველაზე ძლიერია! თუ ასე გაგრძელდა....
....
30 აგვისტო 2018 09:33
15
ყველაზე ძლიერის რა შეატყვე ? დაუკვირდი როგორი გოლები გავიდა. უკლასობის ელემენტები (ამ შემთხვევაში დაცვაში) მრავლად იყო რამდენიმე გოლში გარეული
niko
30 აგვისტო 2018 10:42
4
რაც შეეხება კაშიას აშკარად არ ყოფნის სისწრაფე. თუ არ ჩამოვა საერთოდ დიდ სირცხვილს გადაურჩება! ვერ არის ფორმაში! მაგრამ კობიაშვილი და ლგბტ თემი ინვალიდის ეტლითაც რომ იყოს, მაინც ათამაშებენ! უეფას და მსოფლიო ლგბტ-ს კოჭი ხომ უნდა გაუგორონ! ცოდვაა კაშია, მაგარ გაუგებრობაშია მოხვედრილი. გადააქციეს ქართველი კაცი ლგბტ-ს დროშად!
aburjga
31 აგვისტო 2018 08:31
2
სან ხოსეს 7 ნომერმა რომ მესამე გოლი შეაგდო არიენ რობენის სტილში ნამდვილი შედევრი იყო! ძალიან კარგ გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ. მალე გაიზრდება ეს ლიგა და 5 წელიწადში ნბა -ს მსგავსად უძლიერესი იქნება!
aburjga
31 აგვისტო 2018 08:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული