კაშიას ჯილდო კობიაშვილს გადასცეს - უეფამ გურამს ვიდეო მიუძღნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 30 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა და წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება გაიმართა.

უეფამ პირველად მის ისტორიაში Equal Game-ის ჯილდო გურამ კაშიას გადასცა. ქართველ ფეხბურთელს დილით თამაში ჰქონდა და ფიზიკურად ვერ მოახერხა დაჯილდოებაზე დასწრება. მისი ჯილდო ლევან კობიაშვილმა მიიღო. გურამ კაშიამ დაჯილდოებაზე ვიდეოთი ჩაერთო, სადაც ალექსანდრე ჩეფერინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფეხბურთი ყველას თამაშია.

დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ ვიდეოთი განმარტა თუ რატომ გადასცეს გურამ კაშიას ეს ჯილდო.

ვიდეოში საუბარია, რომ გურამ კაშია "ვიტესის" კაპიტანი იყო, ის იყო ცენტრალური
მცველი და ლიდერი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გურამ კაშია ორჯერ გახდა საუკეთესო ქართველი მცველი და როდესაც მას სთხოვეს გაეკეთებინა სამკლაური ცისარტყელის ფერებში, ის ამას დაუფიქრებლად დათანხმდა. ბევრი მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მისი ნაკრებიდან გაშვებას მოითხოვდნენ, მათ შორის მედიაშიც. თუმცა გურამმა ამ ყველაფერს ასე უპასუხა: მე თანასწორობის მჯერა, არ აქვს მნიშვნელობა თუ რისი გჯერა, ვინ გიყვარს ან ვინ ხარ!



altწილი ნაყარია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

altუეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 13 /
Jildoa main da camoige kobi Mets main raw egirsebit uketess.eri tamashi AR mougia guns 2 Celia da risi gmirebi Arian eseni. Federacia fulis yvlifavs es ari gmiroba. H
Bajo
30 აგვისტო 2018 21:54
1
ფეხბურთის სწავლამდე ჯერ ხალხმა ერთმანეთის პატივისცემა, თანასწორობა და გვერდში დგომა უნდა ისწავლოს ამ გაუთავებელი ლანძღვა-გინების ნაცვლად. კარგი იქნებოდა თუ ეს ჯილდო იქნება პირველი აგური... ეჰ..
V
31 აგვისტო 2018 17:16
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული