ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერი ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ: ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს".

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

თენგო
შე ემილა ზოლა პირველი ბურთია არ უნდა ჩათვლილიყო, კიტეს ტრამვამ დაგვღუპა, თუ არა ეს ორი ფაქტორი, იყო თუ არა ვარიანტი მეორე ტაიმში სხვა რაქტიკა მოგვეძებნა, ცოტაც გამართლება და ესპანეთის დიდი გუნდი დაგბემარცხებინა. რა არის აქ გაზვიადებული?! პატივს არ ვცემ პესიმისტებს!
გია
ყველაფერი კორეკტულად და სწორად თქვი მეგაბარო, 100%-იანი ხარ.
მე არ ვარ ბოროტი
მერე ვინ დავნიშნოთ, ჭიაბრიშვილი?
მე არ ვარ ბოროტი
გიო ფეხბურთი არაა შენი საქმე, წადი ბიძია სიმინდი გამოთოხნე.
მე არ ვარ ბოროტი
შვეტე იასონ!
მამუკა
მსგავსი უკბილო, გოიმური ხუმრობების ადგილი აქ არ არის.
მამუკა
სანიოლის მიმართ დიდი მადლიერების მიუხედავად, ის ნაკრებიდან უნდა წავიდეს. თავისი გასაკეთებელი ამ ადამიანმა უკვე გააკეთა და ნაკრების ახალ საფეხურზე ასაყვანად გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი გვჭირდება. ახალმა მწვრთნელმა, შესაბამისი ტაკტიკური განსწავლულობიდან გამომდინარე, ნაკრებს უნდა ასწავლოს ბურთის ამოტანა და პრესინგის თამაში, რასაც ასევე მაღალი დონის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი სჭირდება. გარდა ამისა, მიუხედავად გულშემატკივრების დიდი პატივისცემისა, ნაკრებიდან უნდა წავიდნენ კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, რომელთა ადგილებიც ახალგაზრდა ბიჭებმა უნდა დაიკავონ.
ალექსანდრე
გამაგიჟებს ეს ხალხი რაა… ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, უიმედო ლუზერის მენტალიტეტი გვქონდა, ფარერის კლაკსვიკებთან და ალბანეთის ტირანებთან ვაგებდით უშანსოდ, მალტის ნაკრებებს ძლივს ვუჰებდით 90 წუთზე გატანილი გოლებით და ზეიმი იყო ეგ ჩვენთვის :დ ევროპა ლიგაზე, ბოლო საკვალიფიკაციომდე თუ გავიდოდით და იქ აეკებთან წავაგებდით, ეგ ფასდებოდა პოზიტიურ შედეგად, მერე ეგეც აღარ გვქონდა ძალიან დიდ ხანს. ნაკრების ფეხბურზტელების დიდი ნაწილი საერთოდ არაპროფესიონალიზმთან მიახლოვებული იყო, 0 სათამაშო პრაქტიკით, საკლუბო დონეზე კი ბაქოს ნეფთჩისთან თუ ბრძოლაში წავაგებდით ხოლმე მაგით ვამაყობდით :დ ბავშვობიდან მახსოვს როგორი ემოციით ვქომაგობდი ჩვენს გუნდებს, მაგრამ ყოველთვის იმედგაცრუება და იმედგაცრუება. ახლა ერთა ლიგა მოვიგეთ, საბერძნეთს მოვუგეთ, ევროპის ჩემპიონს, რომელსაც ზუსტად ახლა ჰქონდა ჩავარდნის შემდეგ აღმავლობის მომენტი, სტილით კი ისეთი ნაკრები იყო, არც რომ თვითონ ითამაშებდა ფეხბურთს და არც რომ შენ გათამაშებდა. ისტორიაში პირველად ევროზე გავედით, მოვუგეთ რონალდუს პორტუგალიას(უმოტივაციო იყო თუ რაც იყო, პორტუგალია პორტუგალიაა და მეორე შემადგენლობითაც კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია), სახლში გავუშვით ჩეხეთი, რომელმაც წინა ევროზე ნიდერლანდებს მოუგო უშანსოდ, თავისი ვან დეიკებით, დე იონგებით და გაკპოებით, მერვედფინალი ვითამაშეთ, წაგების მენტალიტეტი გადავლახეთ, ამ მომენტისათვის ევროპის საუკეთესო ნაკრებთან საკამათო გადაწყვეტილებებით და ენერგიის გამოფიტვის გამო გავვარდით და ხალხი სანიოლის აგინებს სერიოზულად :დ ყველას არ ეხება, მაგრამ ძალიან ბევრი მართლა ღირსია მთელი თავის ცხოვრება კლაკსვიკთან 1-6 წაგებული თამაშები არჩევინო :დ შეირგეთ რაც გვაქვს და რაღაც სისულელეებს ნუ ბოდავთ, რომ თითქოს მეტი შეგვეძლო და ეს ჩვენი შესაძლებლობების მინიმუმია. რა იყო მაქსიმუმი, ევროპის ჩემპიონები უნდა გავმხდარიყავით? ნორვეგიას ჰოლანდი-ოდეგოორი ჰყავს მაგალითად, მაგრამ სად არიან? რაო მიქაუტაძეა ჰოლანდზე დიდი ფეხბურთელი თუ კვარაცხელიაა ოდეგოორზე წინ? ასეთი გაფრენაც არ შეიძლება, ჩვენი საფეხბურთო ისტორიის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური ფურცელი დავწერეთ და რამენაირად შეირგეთ ეგ შედეგი
სიმენონი
საინტერესოა რა მიგვაჩნია წარმატებად და რა გვიხარია? ყველა კომპონენტში ვართ გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდი, თითქმის ორჯერ აღვემატებით ბოლოდან მეორე ადგილოსანს. ერთადერთი რაშიც ვართ უპირობოდ პირველ ადგილას ეს არის მეკარის სეივები და რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ამის წყალობაა, სხვა არაფრის. უეფას სტატისტიკის მონაცემებით კარში დაგვირტყეს 29-ჯერ, ჩვენზე ნაკლებ უარეს გუნდებს აქვთ: 16, 14, 13 და ასე შემდეგ. არც მინდა დავასახელო სახიფათო შეტევების, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული პასების სიზუსტის და თუ დრიბლინგების სტატისტიკები. ყველაფერში 2ჯერ ვაგებთ, ჩვენს შემდეგ ადგილოსანთან. შევეშვათ ფანტაზიებს, მხოლოდ მეკარის თამაშით მოვედით აქამდე.
სიმენონი
საინტერესოა რა მიგვაჩნია წარმატებად და რა გვიხარია? ყველა კომპონენტში ვართ გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდი, თითქმის ორჯერ აღვემატებით ბოლოდან მეორე ადგილოსანს. ერთადერთი რაშიც ვართ უპირობოდ პირველ ადგილას ეს არის მეკარის სეივები და რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ამის წყალობაა, სხვა არაფრის. უეფას სტატისტიკის მონაცემებით კარში დაგვირტყეს 29-ჯერ, ჩვენზე ნაკლებ უარეს გუნდებს აქვთ: 16, 14, 13 და ასე შემდეგ. არც მინდა დავასახელო სახიფათო შეტევების, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული პასების სიზუსტის და თუ დრიბლინგების სტატისტიკები. ყველაფერში 2ჯერ ვაგებთ, ჩვენს შემდეგ ადგილოსანთან. შევეშვათ ფანტაზიებს, მხოლოდ მეკარის თამაშით მოვედით აქამდე.
ოთო-ს
რატომ ესეთი ირონია? ნაკრებმა რამე დაგიშავა
zaza
უცხოელი კონსულტანტები გვჭირდება ბავშვთა ფეხბურთში . ფიზ მომზადების და ტაქტიკური სქემების შესწავლის კუთხით . ნიჭიერი , მონდომებული და წარმატებული ბავშვები სახელმწიფომ უნდა გაათავისუფლოს გადასახადებისაგან . ,,კარგი მამიკოების " შვილები მოწიფულ ასაკში , როგორც წესი , უმეტეს შემთხვევაში არ ხასიათდებიან სპორტის მიმართ გულმოდგინე , პროფესიონალური დამოკიდებულებით . აუცილებელია საჯარო სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეწთილების აღდგენა !!!
zaza
1 , 2 და 4 პუნქტებზე გეთანხმები .
ოთო
გვარდიოლას უთქვამს სანიოლის თუ გაუშვებთ მე მოვალ მანდო. თურმე სხვა ტოპ მწვრთნელებსაც უნდათ მოსვლა
ვა რა დონეა ტო
ბრიყვი უნდა იყო სანიოლს რომ აგინო რომელმაც ამ დონის ფეხბურთელებით ისეთი ფეხბურთ ათამაშა ნაკრებს რომ არა საოცარი,გიჟური ესპანეთი ყველასთან გვექნებოდა გასვლის შანსი.
რიკი
გურამ კაშიამ ჯერ არ ვფიქრობ სასვლაზეო... მასე არ შეიძლება 37 წლის ხდება მალე ხო უნდა მიხვდეს რომ წასვლის დრო მოივიდა?! გუნდმა უნდა დაიწყოს მსოფლიოს შესარჩევისთვის მომზადება. ასევე ჩემი აზრით ნელ-ნელა უნდა დავიწოთ თანამედროვე ფეხბურთის თამაში, გასაგებია რომ შედეგიანია ყველა დაცვაში და კონტრშეტევებზე თამაშის აგება მაგრამ ჩვენ გვაქვს ლამაზი ფეხვურთის თამაშისთვის საჭირო ფეხბურთელები და ეს უნდა გამოვიყენოთ...
რეალობა
მამარდააშვილის, ჩაკვეტძის და კვარაცხელიას თაობა არის ოქროს თაობა. გაცილებით უფრო დიდი მიზნები უნდა დაისახონ. სანიოლი მათ ამუხრუჭებს. ძალიან კარგია, რომ მას ირლანდიის ფედერაცია წაიყვანს მალე.
გიორგი
თავისთავად სწორე მსჯელობაა, მაგრამ როგორც წესი ერთ შეცდომას უშვებენ ხოლმე. მოსახლეობის რაოდენობა კი არ უნდა შეადარო ქვეყნების, არამედ მოცემულ სახეობაში რეგისტრირებული სპორტსმენების რაოდენობა. ჩინეთში მილიარდზე მეტი მოსახლეობაა მაგრამ ყველა სახეობა ერთნაირად არაა პოპულარული. ეს მაჩვენებელი უფრო ზუსტია შედარებითი საშუალო ნიჭის გასაზომად მოცემულ სახეობაში.
გიორგი
მერე ინგლისს ეთამშე თუ ესპანეთს? განსხვავებას ვერ ხედავ? თუ ვერა, მით უარესი შენთვის.
გიორგი
რეალობა-ს მაგას რეალობა კი არა უმადურობა და დაუნახაობა ჰქვია, ძალიან ცუდი თვისებაა--არ გაახარებს კაცს. ქართველებს არ გვახასითებდა და მოგვიმრავლდა.
რეალობა
დისლაიკისტებო! სასაცილოები ხართ. რომ იცოდეთ, რამდენად აშკარაა, რომ ფეხბურთი ახალგაზრდობაშიც არ გითამაშიათ.
გიორგი
წაკითხულიდან აზრი რომ ვერ გამოგაქვს გეტყობა. ბიჭებზეა ეხლა საუბარი ვინც აკრიტიკებს თუ მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე?
რეალობა
1. მიქაუტაძე რომ წააქციეს, 100% თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა მსაჯს. 2. იმათი ორი გოლი გასაუქმებელი იყო. მეკარეს რომ ხელს უშლი, პასიური თამაშგარე ხდება აქტიური. 3. ხვიჩამ შორიდან რომ დაარტყა ცარიელ კარში, ასეთებს ათიდან ათს გაიტანს, დაღლილი რომ არ იყოს. 4. კარგი მწვრთნელი ამ ფეხბურთელებით ორი თამაშის შემდეგ გავიდოდა ჯგუფიდან და პორტუგალიაასთან ძირითად ფეხბურთელებს დაასვენებდა. 5. მწვრთნელი უნდა იყოს ქართველი. უცხოელს მიაჩნია, რომ დიდ წარმატებას არ იმსახურებ. თამაშს რომ იგებს ჩვენი გუნდი, უცხოელ მწვრთნელს ეს უკვირს.
ika
დისლაიქს რატო მიწერთ? პსჟ_ში ვილოცოთ წავიდეს. მაგ ბარდაგებში რა უნდა? ან ფეხბურთი გესმით ვაბშე? სოფლის გუნდიდან გრანდში რო მიდიხარ უკან გადადგმული ნაბიჯია?
სიმართლე
ესპანეთი ალბათ ჩვენთან ტანჯვით, მარა მაინც გაგვცდებოდა, მარა გოლი გასაუქმებელი იყო და პირველი ტაიმი მოგვეგო ასევე წითელი უნდა მიეცათ ესპანელი ფეხბურთელისთვის პირველ ტაიმში გაშლილი ფეხით რო ჩაარტყეს, ასევე ძალიან საკამათო იყო მიქაუტაძეზე არ დანიშნული პენალტიც, ესეთი პენლები რამდენი დადებულა? მარა მსაჯები ერიდებიან ტოპ გუნდებზე მსგავს რამეებს. ალბათ არეულობები არ დაიწყოს. 2-0 ესპანეთი ნოკაუტში იქნებოდა დარწმუნებული ვარ.
რეალობა
ნუ ჩხუბობთ. სანიოლი არ დარჩება. ირლანდიის ფედერაცია დიდ ფულს სთავაზობს. Merci, Willy, et au revoir.
იკა
კაკაბაძე ლუქსემბურგთან არ იყო გასაგდები, ისე რომც გაეგდოთ 10 კაცითაც მოვუგებდით იმ ბარდაგებს.
სიმართლე
არ ამბობენ, პირველ ტაიმში ესპანელი ფეხბურთელი გასაგდები რო იყო გაშლილი ფეხით რო ჩაარტყა. დე ბრუინი ლიგაზე პსჟ_სთან მაგის გამო გააგდეს. ან დახმარება რად უნდათ ტოპ გუნდეს?
12345
რასაც ყვები რეალს 6-7 ლიგა მაგის დამსახურებით აქვს მოგებული.
სანიოლ
არანაირი მაგრამ!
კნოპსი
ამ კაცს მართლა რა ნამუსით აკრიტიკებთ და ჭკუას ასწავლით, რომელიმე ფეხბურთში უკეთესად ერკვევით ? დავიჯერო, გვარდიოლები და კონტეები წერენ აქ კომენტარებს ? საოცრებაა.
ვეხმაურები "ვაი მაგათ პატრონს-ს"
მართალი ხარ ძმაო! ეს იცი რა მასტის ხროვები არიან? რომლებიც ვერ იტანენ ერის სიხარულს, მაშინ არიან კარგად როცა ქვეყანაში უბედურება ხდება. ეხლაც ერთი სიხარული და ყიჯინა აქვთ ნაკრების არ გასვლის შემდეგ ეტაპზე. მაგათ ჯინაზე ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად გაიარეს მთელი ეტაპი და ღირსეულადაც ითამაშეს, რაც ძალიან დასაფასებელია! მადლობა ბიჭებო! სანიოლზე ამ მართლა უსამშობლოებს მოვუწოდებთ პირები გამოირეცხონ! სანიოლი უნდა დარჩეს და განაგრძოს მწვრთნელის რანგში მუშაობა!
ზაზა
გიორგი მეგობარო იქნებ გადაგემოწმებინათ ხორვატიის და ურუგვაის მოსახლეობის რიცხოვნობა. ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ, მცირერიცხოვანი ქვეყნები გრანდების ტოლსწორად ვერ გააგორენენ ბურთს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმატებები რად ღირს.
ვაი თქვენს პატრონს
სად იყავით თქვე საცოდავებო, საიდან გამოძვერით ახლა, ფუჰ თქვენი უსამშობლო ჯიში რა ვთქვა?! ამდენი სიხარული გვაჩუქა ამ კაცმა და როგორ გიბრუნდებათ ენა პირში, რომ სანიოლი ლანძღოთ? თქვე უსახელო ნაბიჭვრებო. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არაფერს არ წარმოადგენთ და იმენნა არარაობები ხართ.
წვიმიანი კიოლნიდან
გიოსმართლა ტიპი ბრძანდებით,და არაფერიც არ გესმით ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთის- ქართულად აზროვნების ამ ცხოვრებაში,ნეტავ როდემდე?კვარაცხელია ხვიჩა კი თავის საქმის პროფესიონალია და ქართველობის გზასაც დამდგარი
პატრიოტი
ასეთ სტილში თამაში სამარცხვინოა, სლოვაკეთს ვუყურე, 90 წუთი ეთამაშებოდა ინგლისს პრესინგს, მამარდაშვილი რომ არ გვყოლოდა ჩეხეთთანაც და ესპანეთთანაც უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით, ასეთი ტაქტიკით დღეს არავინ თამაშობს,სანიოლს ეშინია, რომ ვერ გაუძლებენ ფეხბურთელები, მაგრამ ცვლილებები ხომ არსებობს/ აი სად არის ჩვენი გასაჭირი, არ გვყავს სრულფასოვანი შემცვლელები, ამაზეც ადრე უნდა გვეზრუნა, აბა ალთუნაშვილი გამოდგება კიტეიშვილის შემცვლელად?
bd
არ უშვებს ნაპოლი თორე კი
სოსო
ესპანეთის ტერიტორიაზე 1938 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ,ომი არ ყოფილა და მასთან შედარება სწორი არ მგონია.მას შემდეგ,ესპანეთში სულ შენება მიდის,ჩვენ კი,ბოლო 33 წელიწადში,სამი ომი და საშინელი განადგურება გადავიტანეთ.არც ომების შემდეგ გვქონია სიმშვიდე და ყოველ წელს,გარე თუ შიდა ძალები,ქვეყნის განვითარებაზე საკუთარი გავლებნის დამყარებას,სრულიად მიუღებელი გზებით ცდილობენ.მიუხედავად ამდენი რყევისა,2008 წლის ომის მერე, შედარებით მშვიდობიან პერიოდში,ქვეყანა ასე წამოვიდა წინ,რომ დანგრეული და გაყიდული სტადიონების ნაცვლად ახლების მშენებლობა დაიწყო და იქ გამოზრდილი ახალგაზრდობაა,ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა.ქვეყანას ორი რეგიონი აქვს დაკარგული,აფხაზეთი და სამაჩაბლო.როგორი ფეხბურთელები იზრდებოდნენ იქ,ჩემი შეხსენება არ გჭირდება.ქვეყნის მოსახლეობაც,5,5 დან,3,7 მილიონამდეა შემცირებული და მათშიც რა დონეზეა მოდებული ლოთობა თუ ნარკომანია,ყველა ვხედავთ.საქართველოს ნაკრების ყოველი ხმაურიანი წარმატება,სპორტში და შესაბამისად ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასული მრავალი ახალგაზრდას ნიშნავს.ახლაც,ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,რამდენიმე ათასი ბავშვი კიდევ დაემატება,საფეხბურთო სკოლაში შესულთა რიცხვს და ეს არის ამ ნაკრების მთავარი დამსახურება.პირდაპირ ჩემპიონი არავინ ხდება,არც უფულოდ მზადდება ძლიერი ფეხბურთელი თუ გუნდი.ფეხბურთელის გაზრდას რამდენიმე წელიც სჭირდება და ასე ყველაფერზერ ხაზის გადასმა,სრულიად მიუღებელია.ამ ბიჭებმა,ამ მწვრთნელმა და ფედერაციამ,იმაზე მეტი შეძლეს,ვიდრე დღევანდელ საქართველოს რეალურად შეუძლია.მათ სიამაყის გრძნობა დაუბრუნეს საქართველოს.დავაფასოთ ეს და სამომავლო მუშაობის საწყის წერტილად,დღევანდელი მდგომარეობა ავიღოთ.დამარცხებულ,დაჩაგრულ ქვეყანას,ყველაზე მეტად თუნდაც პატარა,მაგრამ გამარჯვებები სჭირდება,უიმედოობიდან გამოსასვლელად.ამ ნაკრებმა,ეს იმედიც ჩაგვისახა და მომავლის რწმენაც.არავისზე უარესები არა ვართ,როგორც ძალიან ბევრი ძალით გვატენის თავში და თუ დაგვაცლიან,ბევრად უკეთესებიც გავხდებით.ჩვენ თანდათანობით ფეხზე წამოდგომას ვიწყებთ.მოვიპოვებთ ეკონომიურ კეთილდღეობას?ფეხბურთიც გაძლიერდება.რეიტინგში,2010წელს 154 ადგილზე ვიყავით.ახლა 74-ზე ვართ და ამ ჩემპიონატის შემდეგ,ალბათ კიდევ ავიწევთ,მაღლა.ეს არის რეალობა და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ ჩვენი ნაკრების ჯერ მოხვედრა და შემდეგ გამოსვლა,ევროპის ჩემპიონატზე.
აბა წავიდააა, "ვაი კრიტიკოსების" დიდიიი ექსპერტის, ხუხაობანა!
ნუ გაახურეთ ყველამ საქმე! ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და ამის დასტურია, რო ყველას თავი შეაყვარეს! თუნდაც ის რად ღირს სოცქსელებში, ყველა ჩვენს ნაკრებზე დადებითად რო ალაპარაკდა! ესეც დიდი საქმეა! წინ მსოფლიო ჩემპიოატი გველოდება და ამიტომ შეეშვით სანიოლის ლანძღვას!
გიორგი
ნაკრებს მწვრთნელი ჭირდება და არა პრაქტიკანტი. მაგალითისთვის სლოვაკეთ-ინგლისის მატჩი აიღეთ, რა ტოლ-სწორად ეთამაშა სლოვაკეთი ინგლისს და შეადარეთ ჩვენი თამაში.
რას ერჩი
რას ერჩი,ტყუილი უწერია?
გიორგის
იმიტო რო სიმართლე არავის უყვარს,ურჩევნიათ ლამაზი ტყუილი.ფესბუქსამყაროში ცხოვრობენ და იმის იქეთ არაფერი იციან.თან ზოგმა ახლა გაიგო საფეხბურთო ნაკრები რო გვყავს და ასე გონიათ აწყობილი სისტემით მივედით ევრომდე. არადა მართლა სიმართლე უწერია
გიო
პსჟს ფული აქ და ჭკუა არა როგორი ფორმითაც მბაპე გაყიდა რეალში და ეგეთი უტვინო გუნდი თუ გადაიხდის 80 მილიონს კვარაში სხვა არა მგონია....ტიპი ვერ გაიზარდა და გუნდური თამაში ვერ ისწავლა თორემ უფრო მეტს გოლს გავიტანდით ევროზე
გია
ნაკრების უბედურება სანიოლია. ამ საკითხის განხილვა თუ არ მოხდა, ისევ ამ ფრანგ ავანტურისტს დანიშნავენ, სამწვრთნელო პრაქტიკას ჩვენს ნაკრებში რომ გადის.
გია
1000%!
გიორგი
ფაქტია სანიოლმა გუნდი აქამდე მოიყვანა, რისთვისაც დიდი მადლობა. თუმცა მაინც მაქვს კითხვები ცვლილებებთან დაკავშირებით - წინა თამაშების შემთხვევაში ძალიან აგვიანებდა შეცვლებს. გუშინ ესპანეთთან 2:1-ზე წიტაიშვილ-დავითაშვილი რატომ გამოყავდა, ვერ გავიგე (სანამ გამოვიდნენ 3:1 გახდა). არც ერთი და არც მეორე არ არის იმ დონის რომ ესპანეთის დონის გუნდთან, სადაც გოლია აუცილებლად გასატანი, ეს გააკეთოს. შეცვლების შემდეგ საერთოდ მოიშალა ნახევარდაცვა და შეტევა, სრულიად ქაოტური გახდა თამაში, საერთოდ აღარაფერს გავდა, უაზრო უადგილო და უმისამართო გადაგდება მეტოქის ნახევარზე(ჩაწოდებასაც ვერ დაარქმევ) და იქ ეგებ ვინმეს რამე გაეკეთებინა, სულ ეს იყო

ვის რად უნდა პსჟ ეს მუქთახორა..
გიორგი
რატომ აქვს ამ საიტზე მართალ კომენტარ ბევრი დიზლაიქები?
ქუთაისელი
სანიოლი უნდა წავიდეს. მადლობა, რომ რაღაც დონეზე აიყვანა გუნდი. მაგრამ სანიოლი არც დიდი ტაქტიკოსია, არც მოტივატორი, არც სწორი ფეხბურთელების შემრჩევი, დატორმუზებული აზროვნებს და გვიან იღებს გადაწყვეტილებებს. მისთვისაც კარგი გამოცდილება იყო, თორე ახლა სადმე საფრანგეთის სოფლის გუნდის მწვრთნელი იქნებოდა. აი ნახავთ, ჩვენგან რომ წავა, მერე რამეს თუ მიაღწიოს. ახლა კვარა - მიქაუტაძე - მამარდაშვილით რაღაც დადებითი იმიჯი შეიქმნა. მომავალში - ვნახოთ.
rembo
ბურთი არ დაანახეს და მადლობა ბიჭებსო 30 წელი ესე გვაბოლებენ წაგება იმისაა დასკვნა გამოიტანო და მერე მოიგო
დათო
მასე არაა,უბრალოდ სწორი თამაში უნდა ვისწავლოთ.ხორვატიაში დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაა და რა წარმატებას აღწევენ ბოლო 20 წელია მსოფლიო და ევრო პირობებზე კი ვხედავთ.შენო ლოგიკით 150 მილიონიანი რუსეთი და 80 მილიონიანი თურქეთი მუდამ ჩემპიონები უნდა ხდებოდნენ.
გენო შავდია
კიდევ კარგად გამოვედით,ჭაობებში გაზრდილი ხალხი ესპანეთის მინდვრებში გაზრდილ ხალხს რანაირად მოუგებდა? სად გინახიათ,წყალში და ჭაობში მარადონა ან პელე იზრდებოდეს? ამიტომაც,ბავშვთა ფეხბურთს და სტადიონებს მიხედეთ ან მივხედოთ. ისე,ყველას ავიწყდება რო ესპანეთში ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი ყავთ და მაინც ბურთი დაგვიმალეს ანუ სისტემურად აკეთებენ საქმეს.იამალი 16 წლის არის,ვილიამსი 21-22 წლის,პედრიც პატარა ბიჭია,ლანორმანიც,ოლმოც,ზუბიმენდიც და ფერმინ ლოპესი.რატო ჩამოვთვალე ეს ხალხი,ესპანეთია და ახალგაზრდებს აძლევს შანს,როცა შედეგს დიდი მნიშვნელი უნდა ქონდეს და ჩვენ რას ვაკეთებ? 37 წლის კაშია,30+დვალი,33 წლის გველესიანი და ამას მომავალს ვუწოდებთ,ხომ არის აშკარა რო სისტემურობა გვაკლია. შედეგი მნიშვნელოვანი არ არის,თუ საქმეს მეთოდურად მიყვები.წარმატება თავისით მოვა. კანკავა მიყავდათ კიდევ,ჯაბას ეყო კაცობა და უარი თვითონ თქვა,სიგუა უბრალოდ 11X11 სათამაშოდ წაიყვანეს. როგორი კარგი ბიჭები არიან და ყურადღება უნდა მიექცეთ ახალგაზრდებს.
გურულო
მართალი ხარ იასონ,მეც რომ მევარჯიშა,შენც რომ გევარჯიშა,პატარა ბავშვებმაც რომ ივარჯიშონ და არა კომპიიტერთან ვიყოთ მთელი დღეები ან მიტინგებზე,მეტი არჩევანი გვექნებოდა.რაც გვყავს იქედან ამორჩეულებია.მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის!ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
თენგო
იასონა კაი ჩასაფრებული ბოღმა ხარ ნაკრების და საქართველოს წარმატებას შენისთანები ვერ დაინახავენ შენ დაგცა ნაც პარტიამ
კოკო
გვინდოდა პენალტი ერთია მაგრამ არ იყო დასადები ვაღიაროთ
გიორგი
ჩვენი მერვედფინალში გასვლა არის სრულიად ფანტასტიური მიღწევა!. თავდადება, ბრძოლა, დისციპლინა, ტექნიკა და იღბალი ერთობლივად დაგვეხმარა. ესპანეთთან მოგების მოთხოვნა პატარა ქვეყნის ნაკრებისთვის არარეალური რამეა. დღევანდელ ფეხბურთში თუ ესპანეთის(და სხვა დიდი ნაკრებების) დონეზე გინდა ითამაშო, მაშინ 26 თანაბრად ძლიერი, მსოფლიო დონის მოთამაშე უნდა გყავდეს. ამის მიღწევა კი 3.5 მლნ ერს შეუძლია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: მთელი რესურსის მიმართვა ფეხბურთზე, ყოველი ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს, სხვა გუნდური სპორტები უნდა გავაუქმოთ და ასე შემდეგ. თუმცა ეს მაინც არ იქნება საბოლოოდ წარმატების გარანტი, ისევ ჩვენი მცირერიცხოვნების გამო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი მოლოდინების მართვა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჩემთვის ამ მიღწევის დასტაბილურება იქნება მიღწევა. ანუ ჩვენი სტაბილურად მონაწილეობა დიდ ტურნირებზე და იქ პლეი ოფისთვის ბრძოლა, ზოგჯერ პლეი ოფში გასვლა და რაც შეიძლება შორს. ეს არაა პატარა ამბავი და დიდი ძალისხმევა ჭირდება ამასაც.
d
100% დახარჯვა იმედია შენი თავიც იგულისხმე, არაუშავს რაც იყო, იყო. ეხლა უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ნაკრები გადაეწყოს. ესპანეთთან ფაქტობრივად ვითამაშეთ 4 ცენტრალური მცველით. ლოჩოშვილიც ცენტრალური მცველი იყო. ასე თამაში არის სირცხვილი. უნდა ვისწავლოთ თანამედროვე ფეხბურთი. გუნდი 4-1 აგებდა და მეტიქოსი ნახევარზე ვერ გადადიოდა. ან ვინ უნდა გადასულიყო, როცა 4 ცენტრალური მცველით თამაშOბ. ფაქტობრივად ნაკრებს არ ყავდა ფლაგები და შუახაზი. ასე როგორ მოიგებ თამაშს. დღეს ფლანგის მცველების გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ საკითხს.
Korsava
ბიჭო ბიჭო :)))))))))))))))))))
zola
კიტეიშვილის ტრამვამ ამოგვგდო რიტმიდან…. თანაც გსდაღლილები იყვნენ ბიჭები, უმადურობა იქნება თუნდაც მცირედი საყვედური ნაკრების ნებისმიერ წევრთან, დიდი მადლობა მწვრთნელებიდან დაწყებული ფეხბურთელებით გაგრძელებული და მთლიანად სტაფს, ასეთი დაუვიწყარი, ბედნიერი დღეების ჩუქებისთვის….
რეალობა
შეიძლება ორ კვირაში ოთხი თამაში ჩაატარო ერთი შემადგენლობით?! გყავს გუნდში 26 კაცი და არ იყენებ. დასვენებული ლობჟანიძე, გოჩოლეიშვილი, შენგელია და ზივზივაძე რატომ არ უნდა გამოიყენო? სიგუას 10 წუთი მაინც მიეცი. არაბიძე და საზონოვი რომ არ მიგყაცს, ეს საერთოდ ცალკე თემაა.
იასონას უდარი
მაგრები ვართ,მთელი თამაშში არაფერი გვქონია და მაინც ჩვენ ვფიქრობთ რო დაგვჩაგრეს.არადა,ესპანეთმა 114 შეტევა გააკეთა,860 პასი,13 კუთხური მოგვიწოდა,34 კარისკენ და 13 კარში დარტყმა დააფიქსირა,ხოლო ჩვენ კარში არ დაგვირტყამს,ავტოგოლი დარტყმათ არ ითვლება. ერთი კარგი ჩაწოდება გვქონდა და მორჩა. ზოგი იმაზე საუბრობს რო ესპანეთი დასვენებული იყო,ჩვენ დაღლილები:) 11 კაცის მეტი რო არ გყავს და როტაციას ვერ აკეთებ,ეს ჩეფერინის ბრალია,მსაჯის თუ ესპანეთის? როცა ვსაუბრობდი ამაზე,ამის დრო არ არის და ახლა არის? ერთი კაცის გამოკლება სერიოზულ პრობლემას აჩენს და ამას ვეძახით წარმატებას? მადლობა მამარდას და პორტუგალიას,ერთმა სასწაული ტურნირი ჩაატარა,ხოლო მეორემ გვიჯიგრა. ესპანელებმა მიწაზე დაგვიშვეს და დაგვანახეს ჩვენი რეალური სახე. არაადეკვატურები რო არ ვყოფილიყავით მთელი 33 წელი,შეიძლება ზამენაც გვყოლოდა და მოგვეგო კიდეც. თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ რო ინგლისზე კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ,რადგან ისინი აშკარად სხვა სპორტს აწვებიან. როგორც პირველი არხის კომენტატორები,მთელი 120 წუთი ინგლისს ქომაგობდნენ და სირცხვილიც აღარ აქვთ. არადა,სუსტს უნდა ქომაგობდე ძლიერთან,დავითს გოლიათთან.არც ეს ღნავილი არის კარგი საქმე,რას ამტკიცებდნენ ამით? მადლობა კიდევ უეფას და მის გადაწყვეტილებებს,რომ არა ისინი,არ იქნებოდა ერთა ლიგა და არც ჯგუფიდან 3 გუნდი გავიდოდა. ზოგმა მართლა დაიჯერა რო ესპანეთის დამარცხება შეგვიძლია,თუმცა ეს ომი არ არის,ეს არის ფეხბურთი და მეტი არაფერი. ფეხბურთი კი არის მარტივი სპორტი და მარტო შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც დაცვიდან თამაში და არიქა შედეგი დავდოთ,მოსაწონი არ არის. მირჩევნია მყავდეს გუნდი,რომელიც ლამაზად თამაშობს და აგებს,ვიდრე მყავდეს გუნდი დაცვიდან მოთამაშე(ყრუ დაცვაში მდგომი) და შედეგს დებდეს. ფეხბურთს გასართობათ უყურებენ და 90 წუთი კარში რო გიბრახუნებენ,მოსაწონი არ არის,ეს მაზოხიზმია.
რეალობა
ესპანეთის სასტარტო შემადგენლობამ ჯგუფში მეორე თამაში ითამაშა 20 ივნისს. მესამეში დაისვენეს. ამიტომ მათ 10 დღე დაისვენეს (20 ივნისიდან 30 ივნისამდე). ჩვენმა ძირითადმა შემადბენლობამ სამივე თამაშში ბევრი იბრძოლა და 4 დღე არ იყო საკმარისი ძალების აღსადგენად. პირველ ტაიმში საჭირო იყო დასვენებული ფეხბურთელების გამოყენება: ლობჟანიძე, გოჩო, შენგელია, ბუდუ. მეორე ტაიმში უნდა შეეყვანა კვარა, ჩაკვე და ჟორჟი.
Levani
კიტე რადგან უკვე დაშავდა ვერ დაკეტა როდრის ზონა-მანამდე ხან თავზე უგდებდა ბურთს და ვერაფერს ვერ შვებოდნენ. სამწუხაროდ არა გვყავს სხვა მსგავსი ცენტრი(ჩვენ კი არა ბარეორს არა ყავს) იმედია ახალი ბიჭები წამოვლენ. ყველგან დეფიციტია უკვე ახალ შესარჩევში ფაქტიურად 5-6 ახალი მოთამაშე გვჭირდება
Რაგბის ფანი
რას ნიშნავს უმნიშვნელო შეხება? წონასწორობა დააკარგვინა და მაგ სისწრაფეზე მეტი შეხება კი არ არის საჭირო. 100% პენალტი იყო დასანიშნი.
მამუკა
მოდი არ გვინდა ის რომ არ გასულიყო და ეს რომ დაენიშნათ, 90 წუთის მანძილზე კარში დარტყმა 0!!!! პირველი ტაიმი სულ რომ 3:0 მოგვეგო, მეორეში იმდენს გაგვიტანდნენ რამდენსაც მოისურვებდნენ, მაქსიმუმი იყო ჩვენთვის მერვედფინალი, ძალიან ბევრი გვიკლია ესპანეთამდე, მარტო ერთი კვარათი უმაღლეს შედეგებზე ფიქრი არარეალურია, კვარას გარდა ბურთს ფაქტიურად ვერავინ ვერ იჭერს ჩვენ ნაკრებში, როცა ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ითამაშებს ტოპ ჩემპიონატებში, თუნდაც საშუალო დონის გუნდებში, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ უფრო შორს წასვლაზე, ახლა კი მხოლოდ ფინალურ სტადიაზე მოხვედრაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც შემდგომში საშუალებას მისცემ ჩვენს ბიჭებს უკეთეს კლუბებში მოხვდნენ
ეეეჰ
არ იყო ჩვენი დღე. არც მსაჯში გაგვიმართლა, არც ამინდში. პირველ ტაიმში გოლი რომ არ გაგვეშვა, უფრო მეტი შემართება გვექნებოდა. მაინც მადლობა ბიჭებს და წარმატებები
რაბუ
არ იყო ეგ პენალტი, ეგეთ უმნიშვნელო შეხებაზე არ დებენ პენალტს
G.LA
რა თქმა უნდა ესპანეთი უძლიერსი ნაკრებია და დიდი უპირატესობაც ქონდა. მაგრამ პირველ გოლამდე ჩვენი პენალტიც არ მოგვცეს და გოლი რომ გაგვიტანეს აშკარა პასიური თამაშგარე ოყო. მამარდაშვილს ხელს უშლიდა ბურთის დანახვაში. ესპანელები ფიზიჯურად ჩვენზე ძლიერები ისეც სრიან და დამატებით 4 დღით მეტი დაისვენეს, რადგან ალბანეთან ნეორე შემადგენლობა იყო.
Yoko Ono
ვარზე სასაყვედურო არაფერი გვაქ ეგრე ჯერ კიდე ლუქსემბურგთან კაკაბაძე გასაგდები იყო და იმ გაუქნებული გოლისას ჯერ ჟორჟი ქაჩავდა მაისურზე და მაგაზე, რომ ყურადღება მიექციათ საერთოდ არ ვიქნებოდით ევროზე.
Რაგბის ფანი
var-მა 1-0-ზე მიქაუტაძის პენალტზეც თვალები დაიბრმავა, არადა 2-0 ხდებოდა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია