კაშიას ჯილდო კობიაშვილს გადასცეს - უეფამ გურამს ვიდეო მიუძღნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 30 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა და წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება გაიმართა.

უეფამ პირველად მის ისტორიაში Equal Game-ის ჯილდო გურამ კაშიას გადასცა. ქართველ ფეხბურთელს დილით თამაში ჰქონდა და ფიზიკურად ვერ მოახერხა დაჯილდოებაზე დასწრება. მისი ჯილდო ლევან კობიაშვილმა მიიღო. გურამ კაშიამ დაჯილდოებაზე ვიდეოთი ჩაერთო, სადაც ალექსანდრე ჩეფერინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფეხბურთი ყველას თამაშია.

დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ ვიდეოთი განმარტა თუ რატომ გადასცეს გურამ კაშიას ეს ჯილდო.

ვიდეოში საუბარია, რომ გურამ კაშია "ვიტესის" კაპიტანი იყო, ის იყო ცენტრალური
მცველი და ლიდერი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გურამ კაშია ორჯერ გახდა საუკეთესო ქართველი მცველი და როდესაც მას სთხოვეს გაეკეთებინა სამკლაური ცისარტყელის ფერებში, ის ამას დაუფიქრებლად დათანხმდა. ბევრი მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მისი ნაკრებიდან გაშვებას მოითხოვდნენ, მათ შორის მედიაშიც. თუმცა გურამმა ამ ყველაფერს ასე უპასუხა: მე თანასწორობის მჯერა, არ აქვს მნიშვნელობა თუ რისი გჯერა, ვინ გიყვარს ან ვინ ხარ!



altწილი ნაყარია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

altუეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს იმის ნიშანია, რომ მრავალიდან მხოლოდ საქართველო და ქართველი გამოარჩიეს. აჩვენეს, რომ ფარჩაკები ვართ. რა გიხარიათ? კობიაშვილს თავისი საქმისათვის ვერ მიუხედავს და რას მიედებ-მოედება? პარლამენტში მისი ყოფნა და კანონმდებლობა ხომ კატასტროფაა! რა, თავისუფალი დრო თავზე საყარი ჰქონდა, რომ ქუთაისში ევლო ყოველდღე?
zurab
23:18 30-08-2018
9
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ჩვენს თანამემამულე წარმატებულ ადამიანს სხვები უფრო აფასებენ ვიდრე ჩვენ ქართველები. ალბათ ეს ასე არ არის უბრალოდ მაძაგებელი აქტიური უფრო სჩანს, გურამ გილოცავ და ძალიან ბევრი ქართველის მხარდაჭერა შენ!
Irakli
23:37 30-08-2018
48
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული