aftonbladet.se: გიორგი ხარაიშვილით "აიაქსი" დაინტერესდა

AutoSharing Option
შვედური საიტი aftonbladet.se იუწყება, რომ "გეტებორგის" ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის გიორგი ხარაიშვილის სამსახურით "აიაქსი" დაინტერესდა.

"აქ თავს კარგად ვგრძნობ, შვედეთის ჩემპიონატზე მაღალი დონეა და მინდა გარკვეული პერიოდი დავრჩე, ვიდრე სხვა გუნდში გადასვლაზე დავფიქრდები", - განაცხადა გიორგიმ.

თურმე, "აიაქსის" მთავარი სკაუტი ჰენკ ველდმატე "გეტებორგის" მატჩებს ხარაიშვილის თამაშის სანახავად არაერთხელ დაესწრო.

გამოცემის ცნობით, გიორგი "საბურთალოს" განათხოვრებული ჰყავს და შვედურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა რამდენიმე მილიონად შეუძლია, ოღონდ ეს 30 ნოემბრამდე უნდა გააკეთოს.

გიორგი ამბობს, რომ პირველი სეზონის კვალობაზე ურიგოდ არ ასპარეზობს, თუმცა ბოლომდე
კმაყოფილი არაა, ფიზიკურად უნდა მოუმატოს, საქართველოს პირველობასთან შედარებით იქ სხვა ტემპში თამაშობენ, პირველი ორი თვე მისთვის ამ ასპექტში კოშმარი იყო, მერე კი ყველაფერი მოწესრიგდა.

ხარაიშვილი "გეტებორგში" თებერვალში გადავიდა და 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატს გრენმა განაცხადა, რომ "აიაქსის" გარდა გიორგის სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ის ჯერ გუნდს არ გამოიცვლის.

გიორგის მიმართ ამსტერდამული კლუბის ინტერესს ajaxshowtime.com-იც ადასტურებს.

altხარაიშვილმა 90-ე წუთზე პენალტი გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა

altგიორგი ხარაიშვილმა შვედეთის თასზე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა

alt"გეტებორგი" გიორგი ხარაიშვილს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მკითხველის კომენტარები / 13 /
აგერ გუშინაც გაიტანა და უკვე 6 გოლი მოუგროვდა
გილოცავ გიორგი და თუ ეს სტატია გამრთლდება ძალიან მაგარი ამბავი იქნება ყველასთვის
წარმატებები!
khareba
17 სექტემბერი 2018 12:48
0
ძალიან შრომისმოყვარე ბიჭია და აუცილებლად გადავა უკეთეს ლიგაში
ნახევარი წელიც არ არის რაც შვედეთშია და უკვე გუნდის გამოკვეთილი ლიდერია
Giorgi
17 სექტემბერი 2018 09:45
0
სწორს აკეთებს, ეს სეზონი შვედეთში მისთვის ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად აუცილებელია. გვეიმედება, დიდი ფეხბურთელი უნდა დადგეს. მთავარია, ობიექტურად აფასებს თავის თამაშს.
მერაბი
16 სექტემბერი 2018 21:57
0
რა გაუხურეთ ამ ხალხს საქმე. რასაც წერენ გაზეთებში, იმას გაწვდიან. თვითონ ხომ არ იგონებენ?? ნეტავ წერა იცოდნენ უკეთესად და ასეთ იმედგაცრუებებს უფრო გადავიტანთ.
odala
16 სექტემბერი 2018 20:01
0
ნაკრების თამაშმა გვაჩვენა რომ გვყავს 3 საშუალო დონის ფეხბურთელი კაშია,ჩაკვეტაძე და ქვილითაია.ცოტა ნაკლები კვირკველია ხოლო დანარჩენი დაბალი დონე.ჩაკვეტაძეს და ქვილითაიას თავდაუზოგავი ვარჯიშით შეუძლიათ მოუმატონ.კაკაბაძეს მომატების ნაცვლად დაუკლია.ხოლო რაც შეეხება ახალ სახეებს ჰა ბურთი და ჰა მოედანი.მათი წარმატება ყოველთვის გაგვიხარდება.
ამაშია საქმე
16 სექტემბერი 2018 14:11
11
სწორი შეფასებაა
vax-vax
16 სექტემბერი 2018 17:15
2
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD კაშია საშუალო დონის და კვირკველია ცოტა ნაკლები )))))))))
Tbiliseli
16 სექტემბერი 2018 14:47
3
ისე თუ დაინტერესდნენ როგორც კაკაბაძით ხეაფეში აბა უკვე სიტიში გადასულა :D
ნოდო
16 სექტემბერი 2018 11:25
7
სპირიდონ სახლიკაცით რეალი დაინტერესდა
ასევე
16 სექტემბერი 2018 10:49
8
მოგონოლი სტატიები...მაგარი საიტი ხარტ..კაკაბადზე ხო ანგრევს ხეტაფესჰი
ehh
16 სექტემბერი 2018 10:29
7
სიგიჟე იქნება მართლა რო გამოვიდეს ეს ამბავი :) ძაან ნიჭიერია და აიაქსზე და ერედივიზიონზე უკეთესი ადგილი პროგრესისთვის არ არსებობს))))
Tbiliseli
16 სექტემბერი 2018 02:08
0
ეს ან გვაბოლებს ან სულელია
grisha
16 სექტემბერი 2018 02:07
20
ყველაფერი კარგად იქნება.
ლუკა
16 სექტემბერი 2018 08:33
0

სიახლეები პოპულარული