"გეტებორგი" გიორგი ხარაიშვილს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

AutoSharing Option
შვედური მედიის ინფორმაციით, "გეტებორგი" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

"საბურთალოდან" გადასვლის შემდეგ ხარაიშვილმა შვედურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მასში იყო ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულება, შესაძლოა, 3-4-წლით გახანგრძლივებულიყო.

შვედი ჟურნალისტები გიორგის შესახებ "გეტებორგის" სპორტულ დირექტორ მატს გრინს დაეკითხნენ, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

თუმცა, ადგილობრივი მედია ამტკიცებს, რომ კლუბი ხარაიშვილს კონტრაქტს აუცილებლად გაუხანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ "გეტებორგმა" 22 წლის ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატა.

მან "ოლსვენსკანში" (უმაღლესი ლიგა) 15 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.

altგიორგი

ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

altგიორგი ხარაიშვილის გოლი კუთხურიდან და მისი სუპერმატჩი შვედეთში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სეზონის ბოლოს,მას უფრო სერიოზული კლუბები დაადგავენ თვალს.მომდევნო სეზონი გეტებორგში,ვფიქრობ დაკარგული წელი იქნება.
სოსო
16:33 22-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული