ესტონეთი. პრემიუმ ლიგა. 27-ე ტური. "ფლორა" - "ტრანსი" 2:2. 408 მაყურებელი. ამ შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გახსნა. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან ჩემპიონატის 26 მატჩში 22-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. მე-8 ტური. სპარტაკი - ზილინა 1:2. 5 583 მაყურებელი. "სპარტაკის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზ შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ჰავბეკი ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში
ავსტრია. ბუნდესლიგა. მე-7 ტური. ადმირა - შტურმი 2:3. 2 400 მაყურებელი. გრაცელთა ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.
დანია. სუპერლიგა. მე-8 ტური. "ნორდსიელანდი" - "რანდერსი" 4:1. 2 312 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ლიდერი საბა ლობჟანიძე ძირითადში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.
ხორვატია. NHL. მე-7 ტური. გორიცა - დინამო 0:1. მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-8 ტური. ვისლა - მიედზი 2:2. 3 892 მაყურებელი. პლოცკელთა ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ძირითადში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
პიასტი - არკა 1:0. 4 003 მაყურებელი. სტუმართა შემტევი ლუკა ზარანდია ძირითადში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
უკრაინა. პრემიერლიგა. მე-8 ტური, ოლეკსანდრია - შახტარი 0:2. 5 010 მაყურებელი. დონბასური გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.
კარპატი - ვორსკლა 0:1. 1 756 მაყურებელი. პოლტავურ გუნდში ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი მცველი ანდრო გიორგაძე კი სათადარიგო იყო.
რუსეთი. პრემიერლიგა. მე-7 ტური. უფა - ცსკა 0:3. 7 129 მაყურებელი. უფელთა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად იასპარეზა.
არსენალი - კრილია სოვეტოვი 4:0. 10 130 მაყურებელი. ტულელთა ცენტრბეკმა გია გრიგალავამ სრულად ითამაშა.
ბელარუსი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. შახტიორი - დინამო 0:0. 3 300 მაყურებელი. მინსკელთა მცველი გიორგი ნავალოვსკი სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.
ლატვია. ვირსლიგა. 21-ე ტური. ვალმეირა - იელგავა 1:4. იელგაველთა ნახევარმცველმა გურამ ლუკავამ შეუცვლელად ითამაშა და პენალტი გაიტანა.
ლიეპაი - რიგასი 1:0. დედაქალაქელთა რიგებში შეუცვლელად იასპარეზეს ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა, ბექა ვაჩიბერაძემ მატჩი ძირითადში დაიწყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო იყო.
უნგრეთი. NB 1. მე-8 ტური. დოჟა - დებრეცენი 1:0. 2 595 მაყურებელი. მასპინძელთა ფორვარდი გიორგი ბერიძე 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პუშკაშ აკადემია - ვიდეოტონი 2:1. 1 728 მაყურებელი. მასპინძელთა თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
შვეიცარია. თასი. სერვეტი - ლუცერნი 3:3 (ძირითადი დრო 2:2, პენ 4:5). 1 227 მაყურებელი. ვაკო გვილია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიში 3:2 გახადა, ოთარ კაკაბაძე კი 72-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში და საგოლე გადაცემა გააკეთა.
სტატისტიკას რომ შევხედე,შეცვლების რაოდენობა მეცა თვალში,მეტი წილი ან შეცვალეს,ან შეცვლაზე შევიდა.რას უნდა ნიშნავდეს ეს?ლეგიონერი სკამზე საჯდომად არავის არ უნდა,ესე იგი ფიზიკურად ვერ ქაჩავენ?