გიორგი ხარაიშვილმა 87-ე წუთზე გატანილი პენალტით "გეტებორგს" ქულა გადაურჩინა

AutoSharing Option
შვედეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე ფრეს (2:2) "ელფსბორგთან" 87-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის გატანილი თერთმეტმეტრიანით მიაღწია.

მატჩს 18 800-იან "ულევიზე" 10 096 მაყურებელი დაესწრო და სტუმრები 70-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ.

"გეტებორგი" 24 ქულით მე-11 ადგილზეა და 24 სექტემბერს შემდეგ ტურში გასვლაზე "ჰაკენს" ხვდება.

გიორგიმ მიმდინარე პირველობის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

altaftonbladet.se: გიორგი ხარაიშვილით "აიაქსი" დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული