დავით ხოჭოლავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და "ჰოფენჰაიმთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
"შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ua-football-მა უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

დონბასურ გუნდს გასვლითი მატჩი ჰქონდა მე-2 ადგილზე მყოფ "ოლეკსანდრიასთან", შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 5 010-იანი სტადიონი პირთამდე გაივსო და სტუმრებმა 2:0 გაიმარჯვეს.

ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, ეს მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა და აღნიშნულმა გამოცემამ მისი გარჯა სათანადოდ შეაფასა.

"გაშვებული სწრაფი გოლის შემდეგ, მასპინძლებს მეტი აღარაფერი არ დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ დიდი ძალებით შეეტიათ. აქედან გამომდინარე, დონეცკელებს დაცვაში ბევრი სამუშაო ჰქონდათ. ამ დროს მოწინააღმდეგის იერიშების შეჩერებისას დავითმა თავისი საუკეთესო
თვისებები გამოავლინა: ასწრებდა ჩაჭრებზე, დაზღვევაზე და დაუყოვნებლივ იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს".

19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "შახტარი" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და დიდი ალბათობით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

altდავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-5 ტურის სასარგებლო მოთამაშეების ხუთეულში მოხვდა

altპაულო ფონსეკა: დავით ხოჭოლავას შესანიშნავი გოლი გამოუვიდა

alt"შახტარმა" "ვორსკლას" თამაში შემოუტრიალა, დავით ხოჭოლავამ გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხოჭოლავა მართლა მაგარი ბიჭია.მისი შახტარი კი პირადად მე მგონია რომ მოსკოვის ლოკომოტივზე უკეთესი გუნდია,ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია.ამით იმის თქმა მინდა რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ნაკრების ძირითადში
ქობულეთელი
13:16 18-09-2018
0
კაშია მარჯვენა ფლანგზეც კარგად თამაშობს, კაკაბაძე ნახევარდაცვაში აიწიოს, დაცვაში მაინც შეცდომები აქვს და ხოჭოლავას ადგილიც იქნება. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ხოჭოლავა სკამზე იჯდეს.
Kote
09:14 18-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული