sports.ru: საბა კვირკველია დაცვის მეფეა - ჰაერსა და მიწაზე არავის არ ახარებს

AutoSharing Option
პოპულარულმა რუსულმა საიტმა sports.ru-მ რუსეთის ჩემპიონატზე "ლოკომოტივისა" და "დინამოს" თამაში გაარჩია და ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაისთან" შეხვედრის წინ "რკინიგზელთა" ქართველი მცველი საბა კვირკველია აქო.

"საბა ისევ "ლოკომოტივის" დაცვის მეფეა, ის ბურთს ყველას უხსნის ჰაერსა და მიწაზე - არავის არ ახარებს. ის რომ არა, იგნატიევის ცუდი თამაშის გათვალისწინებით, მისი გუნდი მწარედ დაისჯებოდა. საბამ რამდენიმეჯერ ჩაჭრა მის ფლანგზე გადაცემები.

"კრასნოდართან" მატჩისგან განსხვავებით, შეტევებს ჩორლუკა იწყებდა, ამიტომ იერიშების პირველ ფაზაში ნაკლები წუნი იყო, ვიდრე წინა ტურში. გასაკვირი არაა, რომ ჰიოვედესი ჯერ არ დაუყენებიათ სასტარტო
შემადგენლობაში, რადგან კვირკველიასთან და ჩორლუკასთან არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. "ლოკო" სტამბულში ალბათ, სამი ცენტრალური მცველით ითამაშებს და ეს ჰიოვედესის შანსია".

altსაბა კვირკველია: ამ ჯგუფიდან მშვიდად შეიძლება გასვლა

altსაბა კვირკველია "ლოკომოტივის" საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული