"ემპოლის" მწვრთნელი: ლევან მჭედლიძეზე დიდ იმედებს ვამყარებთ

AutoSharing Option
"მილანთან" საკუთარ მოედანზე მოპოვებული ქულის (1:1) შემდეგ "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა.

"ლევანმა ჩვენ ძალა და ენერგია მოგვცა, ისევე, როგორც რასმუსენმა. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და რადგან ის ფორმაში შედის, უფრო მეტად დაგვეხმარება. დღევანდელი საღამო ამის კარგი მაგალითი იყო" - განაცხადა აურელიო ანდრეაძოლიმ.

ლევან მჭედლიძე "მილანთან" მატჩის 65-ე წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე წუთის შემდეგ პენალტი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ 2016/17 წლების სეზონში სწორედ "როსონერისთან" გაიტანა გოლი, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო და დაბრუნება მხოლოდ ახლა მოახერხა.

altრომანიოლი: მჭედლიძესთან თამაშისას

შეცდომა რომ არ დამეშვა, მოვიგებდით

altლევან მჭედლიძე დაბრუნდა და "მილანთან" მონადირებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მახარებს ლევანის დაბრუნება,ძალიან.აქეთ ჯანოც ნელ ნელა შევა ფორმაში ისევე როგორც ოქრიაშვილი და უფლის წყალობით ჯანმრთელად იქნება ბიჭები.ძალიან ჭირდება ნაკრებს ეს ბიჭები.ღმერთო შენ გადმოგვხედე..
რიგითი გულშემატკივარი
15:36 28-09-2018
0

სიახლეები პოპულარული