პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურის სიმბოლურში ორი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანეს: "პოგონის" მცველი ლაშა დვალი და "არკას" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია.
"პოგონმა" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა გიორგი მერებაშვილის "ვისლა". ლაშამ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის შემტევებს გასაქანი არ მისცა.
"არკამ" შინ 3:1 სძლია "ზაგლებიეს" და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანწილად ზარანდიას დამსახურებაა. მან საგოლე გადაცემა გააკეთა და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლუკას თამაში მიჰყავდა და ყველა სახიფათო იერიში მის მიერ მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა.