სანდრო კობახიძე: ოპერაციის გადადება არ შეიძლებოდა

AutoSharing Option
"ვორსკლას" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ მხარზე გაკეთებულ ოპერაციაზე ისაუბრა.

"ერთი კვირის წინ გამომწერეს საავადმყოფოდან. ნაკერები ჯერ არ მომიხსნია. ხელი ერთ მდგომარეობაში უნდა იყოს დაფიქსირებული. სასიამოვნო არაა, მაგრამ უნდა მოვითმინო.

თბილისში სხვადასხვაგვარ აღდგენით პროცედურებს ვიტარებ. მუდმივ კავშირზე ვარ გუნდის ექიმთან ნიკოლაი იგნატენკოსთან. რა თქმა უნდა, ბიჭებს სისტემატურად ვურეკავ. ისინი მორალურად მხარს ძალიან მიჭერენ.

ქირურგიული ჩარევის გადადება არ შეიძლებოდა, რადგან რეციდივს ჰქონდა ადგილი . გეგმის მიხედვით დეკემბრის დასაწყისში ვარჯიში უნდა დავიწყო. "ვორსკლას" თამაშებს ყურდღებით ვადევნებ თვალს. "სპორტინგთან" შეხვედრას აღფრთოვნებული ვუყურებდი. ვინც რა უნდა
თქვას - ყოჩაღ ბიჭები.  ვამაყობ ჩემი გუნდით. წარმატებებს ვუსურვებ. მორალურად სრულად გუნდთან ვარ, თუმცა თანაგუნდელებთან არყოფნა ჩემთვის რთულია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული