"ვორსკლამ" 22 წლის ქართველ მცველს ანდრო გიორგაძეს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.
ის პოლტავურ გუნდში 2019/2020 წლის სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
გიორგაძე "ვორსკლაში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ვორსკლა" 19 ტურის შემდეგ უკრაინის ჩემპიონატზე 27 ქულით მე-7 ადგილზეა და მის ღირსებას ნახევარმცველი სანდრო კობახიძე იცავს.