"სარაგოსას" საიტი: პაპუ დაგვიბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა

AutoSharing Option
"სარაგოსას" საიტი იტყობინება, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად წვიმაში ივარჯიშა.

"სარაგოსა" ხვალ სეგუნდადივიზიონის მე-10 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს "ტენერიფეს" უმასპინძლებს.

არაგონული გუნდი 10 ქულით მე-15 ადგილზეა.

გიორგიმ ტრავმა 28 სექტემბერს "ალბასეტესთან" შეხვედრაში მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მან ტრავმის გამო ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მატჩებში ვერ მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასევე პარუნაშვილმა ითამაშა კარგი მატჩი და მისი ესბიერგი მესამე ადგილზე აღზევდა. ეს ბიჭი მაგარ სეზონს ატარებს და ნაკრებში შანსს იმსახურებს. საყრდენ ზონაში კონკურენცია იზრდება, თან ჯაბა დაიმტვრა.
ვასო
12:04 20-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული