ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის ნაყოფიერი გამოდგა - შვიდი გოლი, ორი დაბრუნება და სათამაშო პრაქტიკა. ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი მომდევნო შეკრებას ფორმაში ხვდება.

ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეშმა" სტუმრად "ლაცი" 1:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. "კუკეში" 10 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ავსტრია
ავსტრიის ბუნდესლიგაში "შტურმი" "ჰარტბერგს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, შეხვედრის მიწურულს კი ყვითელი ბარათიც მიიღო. 12 ტურის შემდეგ "შტურმი" მერვე ადგილზეა.

ავსტრიის მეორე ლიგაში ლუკა ელოშვილის "კაპფენბერგმა" "ნეუშტადი" დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და 58-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. 12 ტურის შემდეგ "კაპფენბერგი" მე-4 პოზიციაზეა.

ბელგია

იუპერ ლიგის მეთორმეტე ტურში ქართველების "გენტმა" "შარლერუა" 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის ბენეფისი შედგა. ჩვენებურმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და მოედანზე უბრალოდ "დაფრინავდა". მას წინააღმდეგობას ვერავინ ვერ უწევდა.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის კვლავ ტრავმირებულია. ქართველების გუნდი მეხუთე ადგილზეა.


ხორვატია
წარმატებულ სერიას აგრძელებს გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა", რომელიც ამჯერად "ზაპრესიჩს" ეწვია და 3:1 სძლია. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო გახლდათ. მისი გუნდი 12 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

დანია
ქართველთა დაპირისპირება შედგა სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ ლაშა პარუნაშვილის "ეისბერგთან" 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში კურიოზული ფაქტი მოხდა: ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა პარუნაშვილმა ლობჟანიძესთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. 14 ტურის შემდეგ "რანდერსი" მე-11 ადგილზეა, ხოლო "ეისბერგი" - მესამეზე.


ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" "კურესარი" 4:0 გაანადგურა, რითიც პირველ ადგილზე აღზევდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უშუალო კონკურენტ "კალჯუს" გატანილი ბურთების შეფარდებით სჯობნის. ქართველი ფეხბურთელი, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში იყო და ბომბარდირთა დავაში 27 გოლით მეორე ადგილზეა, პირველადგილოსან ბრაზილიელ ლილიუს 3 გოლით ჩამორჩება.

მორიგი მარცხი იწვნია გეგი კეკუას "პარნუმ", რომელიც "კალევთან" 0:5 განადგურდა. ქართველი ფეხხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. მის გუნდს ლიგაში პოზიციის შენარჩუნების თეორიული შანსები რჩება.

უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" "დებრეცენს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 12 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზეა.

სტუმრად დამარცხდა გიორგი ბერიძის "უიპეშტიც". მათ ბუდაპეშტის მტკ-მა 1:0 სძლია. ქართველმა შემტევმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი მერვე ადგილზეა.

ყაზახეთი
ქართველების "ტობოლმა" გათამაშების ლიდერი "ასტანა" 1:0 დაამარცხა. ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყო. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, მან ტრავმა მოიშუშა და სათადარიგო გახლდათ. 31 ტურის შემდეგ "ტობოლი" მესამე ადგილზეა. ქართველების გუნდს უკეთეს პოზიციაზე მოხვედრის შანსი აღარ აქვს.

ლაშა კასრაძის "ჟეტისუმ" "ატირაუსთან" ფრედ, 0:0 ითამაშა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. "ჟეტისუ" მეხუთე ადგილზეა, თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებს აღზევების შანსს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობისთვის იბრძვის.

ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" "ლიეპაიასთან" 0:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. 26 ტურის შემდეგ "იელგავა" მეშვიდე ადგილზეა.

ქართველების "რიგასმა" "სპარტაკსი" 4:0 გაანადგურა. ჩვენი ლეგიონერებიდან მხოლოდ ბექა ვაჩიბერაძე იყო ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც 89-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა. ლაშა შერგელაშვილი და ირაკლი სიხარულიძე სათადარიგოები იყვნენ. "რიგასი" მეორე ადგილზეა.

ლიეტუვა
ლიეტუვას A ლიგის 29-ე ტურში "შტუმბრასმა" კაუნასში 6:0 გაანადგურა კლაიპედას "ატლანტასი" და ამ შეხვედრაში დუბლი 21 წლის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეასრულა. "შტუმბრასი" 48 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.



ლუქსემბურგი
ლევან ყენიას "დუდელანჟმა" თასის 1/16-ფინალში 6:0 გაანადგურა "სანდვეილერი" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩვენებურმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის "ფლორო" შინ "ასანესთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი 28 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა.

პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონა" შინ "კრაკოვიასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი შემტევი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. "კორონა" 13 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.

ლუკა ზარანდიას "არკა" "ლეხიას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ათიანმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი მერვე ადგილზეა.

ლაშა დვალის "პოგონმა" "ლეხი" 3:0 გაანადგურა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ამ შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. "პოგონი" მეათე ადგილზეა.


ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა", რომელიც 1:1-ით "პიასტს" დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. "პლოცკი" მეცამეტე ადგილზეა.

პორტუგალია
გიორგი მაკარიძის "რიო ავემ" ავთო ებრალიძის "ჩავესი" 1:0 დაამარცხა. ქართველი მეკარე ტრავმირებულია. რაც შეეხება ებრალიძეს, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა. რვა ტურის შემდეგ "რიო ავე" მეოთხე ადგილზეა, ხოლო "ჩავესი" - მეთხუთმეტეზე.

არ ულხინს გიორგი არაბიძის "ნასიონალს", რომელსაც შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამჯერადაც შინ "პორტიმონენსთან" 0:1 დამარცხდა. სასიხარულოა, რომ გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა 61-ე წუთზე შეცვალეს. "ნასიონალი" მეჩვიდმეტე ადგილზეა.

რუსეთი

გია გრიგალავას ტულის "არსენალი" შინ "ორენბურგს" 2:2 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო. პრემიერლიგაში ტულელები 12 ტურის შემდეგ მეათე ადგილზე არიან.

გიორგი ჭანტურიას "ურალი" ჯიმი ტაბიძის "უფას" ფრედ, 1:1 ეთამაშა. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ქართველი შემტევი ურალელთა სათადარიგო შემადგენლობაში გამოჩნდა. რაც შეეხება ტაბიძეს, ის ამჯერად მარცხენა მცველად ათამაშეს, თუმცა ექსპერიმენტი უფელებს ჩაუვარდათ და 53-ე წუთზე შეცვალეს. "ურალი" მეთორმეტე ადგილზეა, "უფა" - მე-14-ზე.

საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" კრასნოიარსკში 3:0 დაამარცხა "ენისეი". მატჩის 51-ე წუთზე ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის სომეხმა თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა კვირკველიას ბუცის ქაცვით თავი გაუტეხა და მიუხედავად იმისა, რომ სისხლი წამოუვიდა, საბამ ბოლომდე ითამაშა.

სლოვაკეთი
ქართველების "ტრნავა" "მორავცეს" ეწვია და ფრდ,ე 1:1 ეთამაშა. გიორგი ჭანტურიშვილიც და დავით სხირტლაძეც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ეს უკანასკნელი 70-ე წუთზე შეცვალეს. 13 ტურის შემდეგ ტრნაველები მერვე პოზიციაზე არიან.

ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგო" შინ "კადისთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო გახლდათ, თუმცა მისმა თანაგუნდელმა გილმა 21-ე წუთზე ვეღარ შეძლო შეხვედრის გაგრძელება და მოედანზე ჩენებური გამოვიდა. 11 ტურის შემდეგ "ლუგო" მეთხუთმეტე ადგილზეა.

შვედეთი
გიორგი ხარაიშვილის "გიოტებურგი" შინ "სანდვილთან" 1:2 დამარცხდა, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის ერთადერთი გოლიც მან პენალტით გაიტანა. ხარაიშვილის გუნდი 27 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა.


შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" "ქსამაქს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ვაკო გვილია - სათადარიგო. 12 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეშვიდე ადგილზეა.

უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარი" კიევში "არსენალს" დაუპირისპირდა და 3:0 სძლია. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 13 ტურის შემდეგ "შახტარი" ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

აშშ
ქართველების "სან ხოსე" "სიეტლს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო. "სან ხოსემ" დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილი დაიკავა.
ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეშმა" სტუმრად "ლაცი" 1:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. "კუკეში" 10 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.
ავსტრია
ავსტრიის ბუნდესლიგაში "შტურმი" "ჰარტბერგს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, შეხვედრის მიწურულს კი ყვითელი ბარათიც მიიღო. 12 ტურის შემდეგ "შტურმი" მერვე ადგილზეა.
ავსტრიის მეორე ლიგაში ლუკა ელოშვილის "კაპფენბერგმა"  "ნეუშტადი" დაამარცხა, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგი იყო და 58-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. 12 ტურის შემდეგ "კაპფენბერგი" მე-4 პოზიციაზეა.
ბელგია
იუპერ ლიგის მეთორმეტე ტურში ქართველების "გენტმა" "შარლეროი" 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის ბენეფისი შედგა, ჩვენებურმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და მოედანზე უბრალოდ "დაფრინავდა", მას წინააღმდეგობას ვერავინ ვერ უწევდა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის კვლავ ტრავმირებულია. ქართველების გუნდი მეხუთე ადგილზეა.
ხორვატია
წარმატებულ სერიას აგრძელებს გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა", რომელიც ამჯერად "ზაპრესიჩს" ეწვია და 3:1 სძლია. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო გახლდათ, მისი გუნდი 12 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
დანია
ქართველთა დაპირისპირება შედგა სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის "რანდერსი", შინ ლაშა პარუნაშვილის "ეისბერგთან" 0:2 დამარცხდა. კურიოზული ფაქტი მოხდა ამ შეხვედრაში, ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა პარუნაშვილმა ლობჟანიძესთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. 14 ტურის შემდეგ "რანდერსი" მე-11 ადგილზეა, ხოლო "ეისბერგი" მესამე.
ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" "კურესარი" 4:0 გაანადგურა, რითიც პირველ ადგილზე აღზევდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უშუალო კონკურენტ "კალჯუს" გატანილი ბურთების რაოდენობით სჯობნის. ქართველი ფეხბურთელი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და ბომბარდირთა დავაში 27 გოლით მეორე ადგილზეა, პირველ ადგილოსან ბრაზილიელ ლილიუს 3 გოლით ჩამორჩება.
მორიგი მარცხი იწვნია გეგი კეკუას "პარნუმ", რომელიც "კალევთან" 0:5 განადგურდა. ქართველი ფეხხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მის გუნდს თეორიული შანსები რჩება ლიგაში პოზიციის შენარჩუნების.
უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" "დებრეცენს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი 12 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზეა.
სტუმრად დამარცხდა გიორგი ბერიძის "უიპეშტიც", მათ ბუდაპეშტის მტკ-მა 0:1 სძლია. ქართველმა შემტევმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, მისი გუნდი მერვე ადგილზეა.
ყაზახეთი
ქართველების "ტობოლმა" გათამაშების ლიდერი "ასტანა" 1:0 დაამარცხა, ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყო, რაც შეეხება ჯაბა კანკავას მან ტრავმა მოიშუშა და სათადარიგო გახლდათ. 31 ტურის შემდეგ "ტობოლი" მესამე ადგილზეა, ქართველების გუნდს შანსი აღარ აქვს უკეთეს პოზიციაზე მოხვდეს ჩემიონატის დასრულებამდე.
ლაშა კასრაძის "ჟეტისუმ" "ატირაუსთან" ფრე 0:0 ითამაშა, ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. "ჟეტისუ" მეხუთე ადგილზეა, თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებს აღზევების შანსს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობისთვის იბრძვის.
ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" "ლიეპაიასთან" 0:2 დამარცხდა, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. 26 ტურის შემდეგ "იელგავა" მეშვიდე ადგილზეა.
ქართველების "რიგასმა" "სპარტაკსი" 4:0 გაანადგურა. ჩვენი ლეგიონერებიდან მხოლოდ ბექა ვაჩიბერაძე იყო ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც 89-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა. ლაშა შერგელაშვილი და ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო იყვნენ. "რიგასი" მეორე ადგილზეა.
ლიეტუვა
ლიეტუვას A ლიგის 29-ე ტურში "შტუმბრასმა" კაუნასში 6:0 გაანადგურა კლაიპედას "ატლანტასი" და ამ შეხვედრაში დუბლი 21 წლის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეასრულა. "შტუმბრასი" 48 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა
ლუქსემბურგი
ლევან ყენიას "დუდელანჟმა" თასის 1/16 ფინალში 6:0 გაანადგურა "სანდვეილერი" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩვენებურმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის "ფლორო" შინ "ასანესთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი 28 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა.
პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონა" შინ "კრაკოვიასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი შემტევი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. "კორონა" 13 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.
ლუკა ზარანდიას "არკა" "ლეხიას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ათიანმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, მისი გუნდი მერვე ადგილზეა.
ლაშა დვალის "პოგონმა" "ლეხი" 3:0 გაანადგურა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ამ შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. "პოგონი" მეათე ადგილზეა.
ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა", რომელიც 1:1-ით "პიასტს" დაუზავდა, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. "პლოცკი" მეცამეტე ადგილზეა.
პორტუგალია
გიორგი მაკარიძის "რიო ავემ" ავთო ებრალიძის "ჩავესი" 1:0 დაამარცხა. ქართველი მეკარე ტრავმირებულია, რაც შეეხება ებრალიძეს მან შეხვედრა სრულად ჩაატარა.  რვა ტურის შემდეგ "რიო ავე" მეოთხე ადგილზე, ხოლო "ჩავესი" მეთხუთმეტე.
არ ულხინს გიორგი არაბიძის "ნასიონალს" რომელსაც შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამჯერადაც შინ "პორტიმონენსთან" 0:1 დამარცდა. სასიხარულოა, რომ გიორგი ძირითად სმადგენლობაში იყო, თუმცა 61-ე წუთზე შეცვალეს. "ნასიონალი" მეჩვიდმეტე ადგილზეა.
რუსეთი
გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" შინ "ორენბურგს" 2:2 დაუზავდა, ქართველი ფეხბურთელი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო. პრემიერლიგაში ტულელები 12 ტურის შემდეგ მეათე ადგილზე არიან.
გიორგი ჭანტურიას "ურალმა" ჯიმი ტაბიძის "უფას" ფრე 1:1 ეთამაშა. დიდხნიანი ტრავმის შემდეგ ქართველი შემტევი ურარელთა სათადარიგო შემადგენლობაში გამოჩნდა, რაც შეეხება ტაბიძეს ის ამჯერად მარცხენა მცველად ათამაშეს, თუმცა ექსპერიმენტი უფელებს ჩაუვარდათ და 53-ე წუთზე შეცვალეს. "ურალი" მეთორმეტე ადგილზეა "უფა" მე-14.
სლოვაკეთი
ქართველების "ტრნავა" "მორავცეს" ეწვია და ფრე 1:1 ეთამაშა. გიორგი ჭანტურიშვილიც და დავით სხირტლაძეც ძირითად შემადგენლობაში იყო, ეს უკანასკნელი 70-ე წუთზე შეცვალეს. 13 ტურის შემდეგ ტრნაველები მერვე პოზიციაზე არიან.
ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგო" შინ "კადისთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო გახლდათ, თუმცა მისი თანაგუნდელმა გილმა 21-ე წუთზე ვეღარ შეძლო შეხვედრის გაგრძელება და მოედანზე ჩენებური გამოვიდა. 11 ტურის შემდეგ "ლუგო" მეთხუთმეტე ადგილზეა.
შვედეთი
გიორგი ხარაიშვილი "გიოტებურგი" შინ "სანდველთან" 1:2 დამარცხდა, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის ერთადერთი გოლიც მან პენალტით გაიტანა. ხარაიშვილის გუნდი 27 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა.
შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" "ქსამაქს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ოთრ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ვაკო გვილია სათადარიგო. 12 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეშვიდე ადგილზეა.
უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარი" კიევში "არსენალს" დაუპირისპირდა და 3:0 სძლია, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 13 ტურის შემდეგ "შახტარი" ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
აშშ
ქართველების "სან ხოსე" "სიეტლს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო. "სან ხოსემ" დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული