"მილანმა" "ინტერს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა და იტალიის სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის ფინალში „მილანმა“ „ინტერს“ 3:2 მოუგო და 2016 წლის შემდეგ ტიტული პირველად მოიპოვა.

„მილანი“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

შეგახსენებთ, „როსონერის“ 30 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში პორტუგალიელი სერჟიო კონსეისაო, რომელმაც თანამემამულე პაულო ფონსეკა შეცვალა.

ერ-რიადი. „კინგდომ არენა“
ინტერი - მილანი 2:3
გოლები: 1:0 მარტინესი (45+1), 2:0 ტარემი (47), 2:1 ერნანდესი (52), 2:2 პულიშიჩი (80), 2:3 აბრაჰამი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 5 /
დარწმუნებული ვიყავი, რომ ინტერი, რომლის დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ, წააგებდა, ვინაიდან, ბოლო სამი წელიწადია, ინტერი იგებს იტალიის თასს და სუპერთასს, ამავე დროს, მილანს, ახალი მწვრთნელი ყავდა და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელი იყო... თამაში, კი მართლაც დიდებული იყო!
ვახო...
16:52 07-01-2025
0
უმაგრესი თამაში იყო!ბრავო ორივე გუნდს.ასეთი დრამატული და დაძაბული დერბი ბოლოს აღარც კი მახსოვს როდის ქონდათ
BOSS
15:40 07-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული