სიომინი: კვირკველიას 12 ნაკერი დაადეს - ორთქმავალი კი არა ჯავშანმატარებელია

AutoSharing Option
31 ოქტომბერს "ლოკომოტივმა" მოსკოვში რუსეთის თასის მერვედფინალში "ენისეი" 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში "რუბინს" შეხვდება.

ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია დედაქალაქური გუნდის მცველს საბა კვირკველიას, რომელსაც ჩემპიონატის გასულ ტურში "ენისეის" თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა თავი გაუტეხა.

გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ საბას თავზე 12 ნაკერი დაადეს და ამიტომ არ ათამაშა.

"როდესაც შენ საბა კვირკველია ხარ - თავის გაპობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს!

ორთქმავალი კი არა ჯავშანმატარებელია", - წერია "ლოკოს" ფეისბუქ-გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ხარ საბა ნამდვილი ქართველი, წარმატებებს გისურვებ და მალე გამოჯამრთელებას.
roma
01 ნოემბერი 2018 11:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული