Voetbal24.be: "გენტი" გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან მალე რეკორდულ თანხად გაყიდის

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე რომ ქართული ფეხბურთის მომავლად ითვლება, ეს არავისთვისაა ახალი. ის 19 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ლიდერია, "გენტში" კი მიმდინარე სეზონში შეუცვლელად ასპარეზობს და გოლებიც გააქვს.

ბელგიური სპორტული სააგენტო Voetbal24.be გიორგი ჩაკვეტაძეზე კიდვ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ძალიან მალე "გენტის" ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება.

"გენტმა" რამდენჯერმე მოახერხა ფეხბურთელის მაღალ ფასად გაყიდვა, მაგრამ, როგორც ჩანს, აბსოლუტური რეკორდი გველოდება. გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდში. ყველა თანხმდება
ერთ საკითხში: ჩაკვეტაძეს დიდი მომავალი ელოდება.

სანამ ბელგიაში გადმოვიდოდა, "ბაიერნი" უკვე იბრძოდა მის შესაძენად და როცა "ხარებთან" კონტრაქტი გააფორმა, ევროპული გიგანტებისგან კონტაქტი არც მას შემდეგ შეწყვეტილა. "გენტმა" იგი შეინარჩუნა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ გიორგი აუცილებლად განვითარდებოდა.

საქმეც ამაშია, გიორგი უფრო და უფრო უკეთესი ხდება და მისი ფასიც იზრდება. "გენტმა" თბილისის "დინამოს" 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა, დღეს კი მისი ფასი უკვე 5 მილიონია.

ბელგიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ მალე ჩაკვეტაძის უცხოურ კლუბში გაყიდვით "გენტის" ყველა დროის რეკორდს მოხსნიან, რომელიც სვენ კუმსს ეკუთვნის, როცა ის 9 მილიონად "უოტფორდში" გადაბარგდა. ეს რეკორდი აუცილებლად მოიხსნება" - წერს Voetbal24.be.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altგიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altგიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]

alt"ჩაკვეტაძემ გენიოსივით ითამაშა" – ქართველის ზედიზედ მეორე სიმბოლური

altwalfoot.be: ჩაკვეტაძე პატარა პრინცი და გენიოსია - აზარს ჰგავს

მკითხველის კომენტარები / 24 /
დიდი ფრენბურთელი იზრდება უდავოდ.
ვანო
03 ნოემბერი 2018 19:14
8
ვანო რომელი ორგვამა მერაბიშვილი, თუ მისი ბოღმიანი მხარდამჭერი?
Elizbari
05 ნოემბერი 2018 11:37
0
ფრენბურთელი არა ნიჩბოსანი.
გბფჯ
03 ნოემბერი 2018 21:08
0
ერთის მხრივ კაია, მაგრამ მეორეს მხრივ ამასაც ქინქლაძესავით არ დაემართოს სახიფათოა
rasa
02 ნოემბერი 2018 14:36
6
გიორგის კაი დროება უდგას და ბიჭი დაფრინავს ეხლა მინიმუმ ერთი წელი ამის გაყიდვა დანაშაული იქნება გენკის მხრიდან არც უნდა ჩაასმინონ ყურში რომ ასე სარფიანად შEიძლება გაყიდონ არა მგონია ეხლა მაგაზე სტატიების წერა კაი საქმე წერეთ მის თამაშებზე და რომელ თამაშში უფრო უკეთეს გოლს გაიტანს ასე ჯობს ამ ეტაპზე.
dato
02 ნოემბერი 2018 13:07
4
რა შუაშია აქ ქება დიდება ვამბობთ იმას რაც არის რეალობა. თუ თავში ასავარდნია ისედაც აუვარდება ჩვენი ქება-დიდების გარეშე.და რომ იცოდეთ პიარს აქვს დიდი მნიშვნელობა,თუნდაც აგერ აიღე იტალიელები როგორც კი გამოჩნდება მათში ახალგაზრდა ტალანტი, სერია A ში, არაიტალიელიც კი მაშინვე ტეხენ ამბავს და გაიძახიან 100 მილიონი ღირსო,ესაა ერთგვარი პიარი.ასეა პორტუგალიაში,ჰოლანდიაში,ბელგიაში და სხვაგან.კიდეც ყიდიან ძვირად ფეხბურთელებს!
kika
02 ნოემბერი 2018 10:16
2
Giorgi, es qartuli pexburtis momavalia. Warmatebebi mas.
Ar unda chavardes eiporiashi, es erti da unda ishromos tavdauzogavad, esaa gza misi momavali warmatebebisaken.
Tqven ki aq milionebs itvlit, saocaria visas an ratom?
Baggio
02 ნოემბერი 2018 08:54
1
ჩემის აზრით, ამ ასაკში მთავარი უფრო ისაა, რომ, სადაც წავა, იქაც ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა და არ დასვან სკამზე. ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ის, რამდენს გადაიხდიან მასში!
N
02 ნოემბერი 2018 08:14
1
Tilemansi iyida anderlextidan 30 milionad monakom!
Ki
02 ნოემბერი 2018 08:07
0
Xabus ROM ambob ver gayidis 15 milionze metado monakom iyida anderlextidan 30 milionad.
Ki ka
02 ნოემბერი 2018 08:04
0
გიორგის ვურჩევდი მიხეილ მესხის ფინტზე ემუშაოს და დაუფლებოდეს, გამარჯვებები.
ზვიად
02 ნოემბერი 2018 06:27
5
მე რო ბავში ვიყავი სახლში შემოსვლა მეზარებოდა.სულ ფეხბურთს ვთამასობდით ისე გვიყვარდა.ხოდა ეს ბიჭი თურმე ბაზიდან გარეთ არ გამოდის.სიამოვნებს რასაც აკეთებს და ფული კიდე მოვა რაა უფრო მეტსაც გეტყით.დროე მადრიდმა იყიდოს მეორე მესია,თუ არადა დაასწრებს ბარსელონა,მესი უკვე ასაკშია.შემცვლელი ჭირდება
rustavii
02 ნოემბერი 2018 05:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული