30 ოქტომბერს ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "მუსკრონთან" 1:3.
არადა, წინა ტურში გაცილებით ძლიერი "შარლერუას" ძლევის (2:1) შემდეგ ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა.
სტუმართა გუნდის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე გაიტანა გოლი.
შეგახსენებთ, "შარლერუასთან" მატჩში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან თავის კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, საქართველოს ნაკრებშიც გაიტანა გოლი.
"გენტი" 20 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 3 ნოემბერს "კორტრიკს" მასპინძლობს.