პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა თავი.
მისმა "ვისლამ" ვროცლავში "შლიონსკი" 3:0 დაამარცხა, თავად კი მესამე გოლი 82-ე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მსაჯმა სტუმართა მცველი ადამ ძვიგალა გააძევა და მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, მათ მეტოქე გაანადგურეს.
პლოცკური გუნდი 15 ქულით მე-12 ადგილზეა და 10 ნოემბერს "ზაგლებიეს" მასპინძლობს.