არაბულმა ისევ გაიტანა გოლი, მისი გუნდი კი მტკ-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" ბუდაპეშტში 2:3 დამარცხდა მტკ-სთან.

ამ შეხვედრაში არაბულმა გოლი გაიტანა. მან გასულ ტურში "დიოშდიორის" კარიც დალაშქრა.

მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 11 მატჩში გატანილი 3 გოლია.

"პუშკაშ აკადემია" 14 ქულით სატურნირო ცხრილში 12-გუნდიან ჩემპიონატზე მე-9 ადგილზეა და 24 ნოემბერს "სომბათჰეის" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული