უნგრეთის OTP BANK Liga-ს მე-13 ტურში ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიამ" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "დიოშდიორს".
ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა 79-ე წუთზე გახსნა, შემდეგ სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს, თუმცა ბაჩანას გუნდმა 87-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.
"პუშკაშ აკადემია" 12-გუნდიან ჩემპიონატში 14 ქულით მე-9 დგილზეა და 10 ნოემბერს ბუდაპეშტში მტკ-ს ხვდება.
შეგახსენებთ, არაბული "პუშკაშ აკადემიაში" ზაფხულში "ბალმაზუივაროშიდან" გადავიდა.