გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის უარყოფითი და დადებითი მხარეები

AutoSharing Option
უკვე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გიორგი ჩაკვეტაძის კატალონიურ კარიერაზე, საუბარი მის გადასვლაზე "ბარსელონაში" არათუ ზაფხულს, არამედ იანვარსაც დაუკავშირეს.

რეალურად კი ფაქტია, რომ ჩაკვეტაძეს აკვირდებიან და ამას "გენტიც" ადასტურებს. თუმცა რა სახის ინტერესია და ვის სურს კონკრეტულად "ბარსელონაში" მისი დამატება უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩაკვეტაძის შეძენას აქტიურად უჭერს მხარს ბლაუგრანას ყოფილი თავდამსხმელი და მწვრთნელი კარლეს რექსაჩი, რომელიც ახლა კლუბში სკაუტად მუშაობს და არ გამოვრიცხოთ რომ ანდორაშიც იმყოფებოდა. ავღნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ რექსაჩის მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" ლიონელ მესი დაიმატა.

თუმცა მოდი განვიხილოთ ამ ტრანსფერის
დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნაკლებად დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" დღესდღეობით გიორგის არათუ ძირითადი შემადგენლობისთვის, არამედ სათადარიგო შემადგენლობისთვის მაინც განიხილავდეს, მითუმეტეს იმ ფონზე რომ არც ჩაკვეტაძეა ამისთვის მზად. სულ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ბარსელონას" სკამზე 105 მილიონიანი უსმან დემბელე ზის.

რა იქნება სავარაუდო სცენარი თუ ჩაკვეტაძე იანვარში "ბარსელონაში" გადავა? კლუბი მას მეორე გუნდში გაუშვებს ან საუკეთესო შემთხვევაში ნორმალურ ევროპულ კლუბში გაანათხოვრებს. შეიძლება "გენტშიც" დატოვოს და უბრალოდ მისი სატრანსფერო უფლებები შეისყიდოს. ისე ეს შესაძლო ტრანსფერი ძალიან ჰგავს მარტინ ოდეგაარდის ამბავს, რომელიც "რეალის" მიერ ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ვიტესშია" განათხოვრებული. საერთოდ მსგავსი ფაქტები დადებითად არ სრულდება, კლუბში მუდმივად იცვლება მწვრთნელები, სკაუტები და ხელმძღვანელობა, ხოლო განათხოვრებული ფეხბურთელები ხშირად გაურკვევლობაში ხვდებიან და მათი გზა არც თუ ისე დადებითად გრძელდება.

"გენტს" ჩაკვეტაძე იმისთვის არ უყიდია, რომ მასთან ერთად წარმატებებს მიეღწია. ბელგიურმა კლუბმა ის მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ ძვირად გაეყიდა. ამავდროულად მომავალი ტრანსფერიდან თბილისის "დინამო" 50%-ს მიიღებს და ბელგიელები კი მას საკმაოდ ძვირ ფასს დაადებენ და მისი სატრანსფერო უფლებებით მაქსიმალურად ივაჭრებენ. მათთვის არ ექნება მნიშვნელობა "ბარსელონა" იქნება თუ "შახტარი", მთავარი იქნება მეტი სარგებელის მიღება.

რაც შეეხება დადებით ასპექტებს. რამდენიმე დღეში გიორგი ჩაკვეტაძე ყველამ გაიცნო, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი თვით "ბარსელონა" არის დაინტერესებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ყველა წამყვანმა სკაუტმა მისი გვარი მოინიშნა და თუ გიორგი ჩაკვეტაძე მოეწონებათ, ისინიც დაიწყებენ ნადირობას და ბლაუგრანასთან კონკურენციას. სავარაუდოდ კლუბების სია მალე გაიზრდება და არჩევანიც დიდი იქნება.

მთავარია გიორგიმ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს, თორემ ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული სახის ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს. ახლა მისი მომავალი მის ხელშია, თუ მოინდომებს შეძლებს ყველა სტადიონზე ეს "სანტიაგო ბერნაბეუ" იქნება თუ "ალიანს არენა" კარის ბადე შეარხიოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვუგულშემატკივროთ და ვიმედოვნოთ, რომ მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

altSport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

altგიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონაში, "კამპ ნოუზე"

alt"გენტი" "ბარსელონას" ინტერესს ადასტურებს: ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ჩაკვეტაძეს აკვირდებოდა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ჩაკვემ,თუ თავის თავზე იმუშავა და არ დაიკარგა, მის კუმირ როლანდუს დაემზგავსება. თამაშის მანერა და ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს. მთავარია შრომა, შრომა, და კიდევ შრომა, რაც ეტყობა არ ეზარება. გაუმარჯოს გიორგი ჩაკვეტაძეს!
პენსიონერი.
12:39 24-11-2018
0
ცხონებული ვიტალის დაღუპვის შემდეგ, დაგვრჩა დათო ყიფიანი და მასაც დიდი ხანი არ უთამაშია. შემდეგ, ჩვენ "დიდი" ფეხბურთელები არ გვყოლია და განებივრებულები არ ვიყავით. ეხლა მათ შემდეგ, პირველად გამოჩნდა იმედი, ვიხილოთ, ნამდვილი ქართველი ვარსკვლავი. ეს უდიდესი სიხარულია ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის. დაე იმრავლოს, გიორგის მზგავსმა ქართველმა ვარსკვლავებმა.
პენსიონერი.
12:21 24-11-2018
0

სიახლეები პოპულარული