Transfermarkt: გიორგი ჩაკვეტაძის "ბაიერნში" გადასვლის შანსი 4 პროცენტია

AutoSharing Option
"ბაიერნი", "ტოტენჰემი", "ბარსელონა" - კლუბები, რომლებსაც ბოლო დღეებში გიორგი ჩაკვეტაძე დაუკავშირეს, საერთაშორისო ფეხბურთში მძიმეწონიანი ფიგურები არიან. 19 წლის ქართველი კიდევ ერთი ტალანტია, რომელიც ბელგიის ჩემპიონატიდან ტოპ-ლიგაში გადასასვლელად ემზადება.

გავლენიანი გერმანული სტატისტიკური სააგენტო "ტრანსფერმარკეტი" გიორგი ჩაკვეტაძის "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერის ალბათობას 4%-ით აფასებს.

"გიორგი ჩაკვეტაძის სახელი გერმანიის რეკორდსმენის ინტერესის სფეროში დიდი ხანია არსებობს. ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში მიუნხენურმა კლუბმა 6 მილიონი გამოჰყო თბილისის "დინამოდან" მის შესაძენად, თუმცა მას "გენტმა" დაასწრო.

ქართველ ფეხბურთელს "ბარსელონაც" აკვირდება, ანდორასთან გამართულ მატჩში კატალონიელებმა საკუთარი სკაუტები მისი
თამაშის სანახავად სტადიონზე გაუშვეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ სადებიუტო სეზონში "გენტის" რიგებში 19 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, წელს კი 15 შეხვედრაში უკვე 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

"ჩვენ გვსურს, გუნდი მის გარშემო ავაშენოთ. ის ჩვენი მომავლის "ათიანია". გიორგის სანაცვლოდ 15 მილიონიც რომ გადაგვიხადონ, მას წასვლის უფლებას არ მივცემთ." - განაცხადა "გენტის" ტექნიკურმა დირექტორმა მიჩელ ლოუვაგიემ იანვარში.

მისი კონტრაქტი ძალაშია 2020 წლამდე. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მომავალი ზაფხული მის გასაყიდად საუკეთესო დროა, - ვკითხულობთ Transfermarkt.de-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების რიგებში ერთა ლიგაზე ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა

altTut.by: საქართველო საინტერესო გუნდია, მათი ლიდერი 19 წლის ვუნდერკინდი - გიორგი ჩაკვეტაძეა

altvoetbalbelgie.be: "გენტმა" ჩაკვეტაძე შეიძლება 13 მილიონად გაყიდოს

altMarca: "ტოტენჰემი" კრისტიან ერიქსენის გრძელვადიან შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ადრეა მაგისთვის დიდ გუნდებში გადასვლა-უთამაშებელი დარჩება.
dima
01:55 23-11-2018
2

სიახლეები პოპულარული