მჭედლიძე დაბრუნდა, "ემპოლიმ" კი 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ "ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა.

ლევანი სერია A-ს მე-13 ტურში "ატალანტასთან" საშინაო მატჩის 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და 90+2-ე წუთზე 34 წლის მცველმა მატიას სილვესტრემ გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2.

მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა ჩაატარა.

"ემპოლი" 12 ქულით მე-17 ადგილზეა და 1 დეკემბერს სტუმრად "სპალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა შევა ემპოლი ხუთეულში,ბომბარდირი თუ დაბრუნდა....პირად ცხოვრებაში ზე წარმატებებს უსურვებ,მაგრამ ამის იმედად ნაკრებში ყოფნა ნულის ტოლია,რადგანაც:ან ტრამვააქ,ან ტრავმების გამო ვერაა ვერასოდეს ფორმაში და როცაა მაშინაც გოლის ალბათობა ნულის ტოლია...
euhh
15:25 26-11-2018
1

სიახლეები პოპულარული