ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ანტვერპენის" კარში "გენტის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის მიერ გატანილ და არჩათვლილ გოლს voetbalkrant.com-ი გამოეხმაურა.
გამოცემის მიმომხილველი იანიკ ლაკრუა აღნიშნავს, რომ სტადიონზე მსაჯის ნიკოლას ლაფორჟეს გარდა ყველამ დაინახა ჩაკვეტაძის მიერ თურქი მეკარის სინან ბოლათის კარის დალაშქვრა.
ლაკრუას აზრით, არბიტრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.