დავით ხოჭოლავამ მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ოლიმპიკთან" მატჩში (2:2) მუხლის ტრავმა მიიღო "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ და შეცვალეს.

ხოჭოლავა მე-14 წუთზე დაშავდა და 27-ე წუთზე შეცვალეს.

იმ მომენტისთვის "მეშახტეები" 1:0-ს იგებდნენ, შემდეგ 2 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 90+3-ე წუთზე გაათანაბრა მორაესმა ანგარიში.

"შახტარი" 42 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან კიევის "დინამოს" 9 ქულით უსწრებს (რომელიც ხვალ "ჩერნომორეცს" მასპინძლობს) და 7 დეკემბერს გასვლაზე "მარიუპოლს" შეხვდება.

13 დეკემბერს დონბასური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ლიონს" ეთამაშება, ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ ხოჭოლავას ტრავმა სერიოზული
აღმოჩნდება და ვერ იასპარეზებს.

მან ამ სეზონში 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული