გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და "გენტი" თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს ბელგიის სამეფო თასის მერვედფინალში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" მეორე ლიგის ლიდერი "ბეერსხოტი" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მეორე გოლი მცველმა სიგურდ როსტედმა მისი გადაცემით 43-ე წუთზე გაიტანა, 90+1-ე წუთზე კი თავად დალაშქრა მეტოქის კარი.

"გენტი" თასის 1/4 ფინალში გავიდა, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონატს, ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის (ამჟამად მერვე ადგილზეა) და 9 დეკემბერს "ეუპენს" მასპინძლობს.

გიორგიმ ქვეყნის პირველობის 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთო, შენ აჯანმრთელე ეს ბიჭი და გააძლიერე, სწორ გზაზე რომ იაროს..
ქუთაისელი
15:15 05-12-2018
3
როგორ მოუვიდა ამ ლიმბომბეს რომ პასი გააკეთა
Star
12:39 05-12-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული