"ანორთოსის" ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ისევ დაიწყო გოლების გატანა.
კვიპროსის თასზე "აკრიტასთან" შესრულებული დუბლის შემდეგ მან გოლი ჩემპიონატზეც გაიტანა.
ქვეყნის პირველობის მე-12 ტურში "დოქსასთან" მოგებულ საშინაო მატჩში (3:1) კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და გოლი 81-ე წუთზე გაიტანა. ამას გარდა, მან პენალტიც მოინადირა და საერთოდ, ძალიან აქტიური იყო.
ეს მიმდინარე პირველობაზე მისი პირველი გოლია.
ასევე სასტარტოში იყო ნიკას თანაგუნდელი ბექა მიქელთაძე და 74-ე წუთზე შეცვალეს.
"ანორთოსისი" 19 ქულით მე-6 ადგილზეა და 15 დეკემბერს "პაფოსს" მასპინძლობს.