"შემოთავაზებები ევროპიდანაც მქონდა" - ინტერვიუ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელიც პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მოულოდნელად რუსეთის ჩემპიონატის კლუბ "ანჟიში" აღმოჩნდა.

რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sports.ru-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პსჟ-დან "ანჟერში" წასვლა გასაგებია, მაგრამ შენ "ანჟიში" გადახვედი - ეს როგორ მოხდა?
- დრო იყო, დიდი ფეხბურთი მეთამაშა. შემოთავაზებები ევროპიდანაც მქონდა, მაგრამ პრეზიდენტი ოსმან კადიევი ყველაზე დამაჯერებელი იყო. ის მე და ჩემს მშობლებს გვესაუბრა და გვითხრა, რომ "ანჟის" ჩემი დახმარება შეეძლო, ისევე, როგორც მე - კლუბის. თქვენ საკუთარ ჩემპიონატს არ აფასებთ, ის ხომ Uefa-ს რეიტინგში მეექვსეა.

ჩემთვის "ანჟი" არის საშუალება, პროფესიონალურ ფეხბურთში ბედი ვცადო. ის მომავლისკენ კარგი ტრამპლინი იქნება. მინდა შეგახსენოთ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში: სამუელ ეტო'ო, რობერტო კარლოსი, ვილიანი, უგო ალმეიდა, ლასანა დიარა და ბევრი სხვა ვარსკვლავი.

- მაგრამ ის "ანჟი" დიდი ხანია დასრულდა...
- იმის თქმა მინდა, რომ საფრანგეთში "ანჟის", როგორც ბრენდს, ჯერ კიდევ იცნობენ. ფრანგულ გაზეთში წავიკითხე, რომ მე პირველი არ ვარ, ვინც პსჟ-დან "ანჟიში" მოვიდა, იანიკ ბოლიმაც (დღეს "კოლორადოში" თამაშობს) ეს გზა გაიარა.

- "ანჟის" ფინანსური პრობლემები აქვს. ეს არ გაწუხებს?
- იმ ასაკში არ ვარ, როცა ფული დიდ როლს თამაშობს. ჩემთვის მთავარი პრაქტიკა და პროგრესია.

- კიდევ ერთხელ უნდა გკითხო: არ გეშინია, რომ ზამთარში "ანჟი" გაკოტრდება და ახალი კლუბის პოვნა მოგიწევს?
- პირველ რიგში, არ ვფიქრობ, რომ "ანჟის" რამე ემუქრება, მეორე რიგში კი ალტერნატიული ვარიანტები გვაქვს.

- გეგმავდი, რომ ახალი ზლატანი ყოფილიყავი. ეს გეგმა ისევ ძალაშია?
- ეს ჩემი გეგმა არ ყოფილა, ახალი ზლატანი ფრანგმა ჟურნალისტებმა შემარქვეს. როცა ბავშვი ვიყავი, "ბარსელონას" ვგულშემატკივრობდი. ყველაზე მეტად მესი მომწონდა. როცა ნეიმარი პსჟ-ს შეუერთდა - ჩემი ფავორიტი გახდა. სხვანაირად შეუძლებელიცაა, როცა ასეთი ვარსკვლავი შენ გვერდით ვარჯიშობს. მას ერთხელ ბაზაზე შევხვდი და ფოტოს გადაღება ვთხოვე. მაშინვე დამთანხმდა.

თამაშით კი ვცდილობ, ედინსონ კავანის დავემსგავსო - ჩვენ ერთნაირი სტილი გვაქვს. მას ბევრი გოლი გააქვს, აგრესიული პრესინგით გამოირჩევა, შეუძლია მთელი თამაში იდგეს და შემდეგ სამი გოლი გაიტანოს.

ნიკოლოზ ქუთათელაძე "ანჟის" რიგებში 26-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მას თამაშის უფლება 1-ლი იანვრიდან ექნება.

alt17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე პსჟ-დან "ანჟიში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 21 /
Aსე უაზროდ იკარგება ნიჭI.
Goga
11 დეკემბერი 2018 14:53
0
ეს ბავშვი საკუთარ თავს ატყვილებს?! რა "ანჟი"? პარიზიდან დაღესტნის დედაქალაქში, სადაც ტურისტადაც არ უნდა ჩახვიდე? ისევ ტალანტს დაგვიღუპავენ!
მერაბი
10 დეკემბერი 2018 22:09
0
ჩემო პატარა ქართველო, შენ პატრონი არა გყავს??
ფედერაციას მაინც უნდა ვკითხო,
საერთოდ გაინტერესებთ ასეთი ახალგაზრდა თაობის ფეხბურთის ცხოვრება? დინამოში მაინც წამოგეყვანათ ან ქუთაისში...ფული მაინც არ აინტერესებს და, ქართულ ფეხბურთში ეთამაშა,
რა ხდება საერთოდ?))
ანჟის შემდეგ აუცილებლად ყაზახეთში წადი ))) იქაც დონეა, აბა იკითხე )))
Geo
10 დეკემბერი 2018 19:07
3
ფედერაციას რომ აინტერესებდეს, ნაკრებში მიცემდა შანსს, შესაბამის ასაკობრივში.
1
11 დეკემბერი 2018 10:14
0
ერთი ეს გახდება დიდი ფეხბურთელი და მეორე დვალიშვილი საუკეთესო თავდამსხმელი
nnnnn
10 დეკემბერი 2018 19:02
2
ასაკობრივ ნაკრებში რომ ჩამოდიოდა, ერთ-ერთი უსუსტესი იყო თუ ყველაზე სუსტი არა. ასე რომ პარიზში მაგის ყოფნა იყო შემთხვევითი, ახლა სადაც წავიდა, იმ დონისაა ზუსტად.
სახელი
10 დეკემბერი 2018 17:14
0
სამწუხაროა, მაგრამ ღირსია ჟურნალისტის ცინიზმის. ""პსჟ დან ანჟერში მესმის, მაგრამ პსჟ დან ანჟიში?"" - ყველაზე მაგარი და დამსახურებული ცინიზმი რაც კი მინახავს ოდესმე ჟურნალისტისგან (ცინიზმის უკიდურესი ფორმა რომელიც დაცინვის ზღვარს უახლოვდება). ნამდვილად დასაცინია სხვა არაფრის თქმა შემიძლია. რუსეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილოსანმა, გაკოტრების პირას მისულმა ბანდამ რა უნდა შემოგთავაზოს რომ პსჟ დან წამოხვიდე? უაზრო ამბიციები და დღევანდელი კვერცხი ღუპავს ქართველ ფეხბურთელებს. ცუდია 17-18 წლისავე რომ ასრულებ ასეთ საფეხბურთო კარიერას.
dadu
10 დეკემბერი 2018 15:56
1
ჰო ევროპიდან ქონია თურმე შემოთავაზებები კერდძოდ იტალიური კლუბები იყვნენ მეტისმეტად დაინტერესებულნი იუვენტუსი, მილანი, ინტერი.. ეს კიდე ანჟიში გადავიდა რომელმაც შეიძლება უფულობის გამო სეზონი ვერ ჩაამთავროს))) კარგით რაა ანჟიში ვინც თამაშობს ძირითადში ხელფასებს იმათ ვერ აძლევენ და ამისთვის ვინ რისი გადამხდელია, უბრალოდ უფულოდ ითამაშებს, იქნებ იღბლად ერთი ორი ბურთი შეაგდოს და რომელიმე რუსულ კლუბში აიყვანონ ნეფტიხიმიკი, სკა ხაბაროვსკი, ნოვორეჟის მეტალურგი...
megre
10 დეკემბერი 2018 15:48
1
ესეთ ფეხბურთელს არ უნდა უქომაგო. როგორც გინდათ ისე გაიგეთ და მიიღეთ. ნერვებს უშლის ხალხს.
111
10 დეკემბერი 2018 15:45
5
მსოფლიოში მარტო ქართველს მოუვა აზრად თავი ძალით და შეგნებულად დაიღუპოს.
ირაკლი
10 დეკემბერი 2018 15:42
1
ნიჭი სჭირდება შუა ევროპიდან, საფრანგეთიდან, მახაჩკალაში გადახვიდე სათამაშოთ.
ირაკლი
10 დეკემბერი 2018 15:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული