"რანდერსის" სპორტული დირექტორი: საბა ლობჟანიძე შესაძლოა ზამთარში გავყიდოთ

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ "ვენსდსისელის" კარში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მატჩის შემდეგ კლუბის სპორტულმა დირექტორმა სიორენ პედერსენმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, საბა ლობჟანიძემ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს, რადგან "რანდერსი" გასავარდნ ზონაშია და გაძლიერება ესაჭიროება.

"მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, არის იმის შანსი, რომ ის ამ ზამთარშივე გავასხვისოთ. კლუბს ფული არ აქვს და თუ ახალი ფეხბურთელების ყიდვა დაგვჭირდება, საბას ამ სატრანსფერო ფანჯარაშივე გავყიდით." - განაცხადა სიორენ პედერსენმა.

23 წლის ფეხბურთელი დანიურ "რანდერსს" 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში კი სუპერლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

altსაბა ლობჟანიძემ ლამაზი გოლით "რანდერსს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

altსაბა ლობჟანიძემ "ვენდსისელს" გოლი გაუტანა


მომზადებულია tv2ostjylland.dk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხო რა იქ ყველას საბა ჯობია და ყველაძე უკეთ გაყიდიან ეგაა, კონკრეტულად გარიგებულები არიან ეტყობა მაყუთზეც თორე სხვაგვარად ამას არიყყოდა
ემირი
11 დეკემბერი 2018 11:43
0
რა გასავარდნი ზონა მასე მაგატ გარდა კიდე 8 გუნდია გასავარდნ ზომაში და რამდერსს ყველაზე კაი შანსი აქვს რო დარჩეს ... რაგაცა სისულელეები უბოდიალია აშკარად )))) რა უნდა რო ვერ გაიგებ ...
beji
11 დეკემბერი 2018 00:55
0
ფული არა გვაქო. 2-3 ახალგაზრდას იყიდიან სხვადასხვა პოზიციაზე. ზამთრამდე 2-3 თამაშის მოგებას შეეცდებიან და მერე გაყიდიან ალბათ. ფინანსური პრობლემები აქვთ. ეგ გუნდი უმაღლესში როა საბას დამსახურებაა. ისე ერთ ოფიჩიალურში მაგისთვის შანსი უნდა მიეცათ. იმსახურებს. იმ ბორძიკა მამამისოვიჩს ათი თავით სჯობს
ვასო
10 დეკემბერი 2018 23:10
3
გუნდის ლიდერის გაყიდვით გაძლიერდებიან?რა ლოგიკაა?!
სოსო
10 დეკემბერი 2018 18:57
2

სიახლეები პოპულარული