ფანები გახარებულები არიან - გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა და შაბათს ითამაშებს

AutoSharing Option
თითქმის სამთვიანი უცნაური ტრავმის შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილი მოედანს უბრუნდება. ვიქტორ ფერნანდესმა, რომელიც "სარაგოსაში" ორი დღის წინ დაინიშნა, შაბათს "ექტრამადურასთან" მატჩისთვის ქართველი ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანა.

23 წლის შემტევმა გუნდთან ერთად ვარჯიში წინა კვირაში დაიწყო, წინა მატჩში, აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ლუკას ალკარესმა ის მოედანზე არ შეუშვა, რადგან პაპუნაშვილი 100 პროცენტით მზად არ ყოფილა, თუმცა დიდი ალბათობით შემდეგ მატჩში რამდენიმე წუთით ვიხილავთ.

გრძელი აღდგენითი პროცესი
გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა სექტემბერში "ალბასეტესთან" მატჩში მიიღო, თავდაპირველი ტრავმის შემდეგ ქართველი მოთამაშე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა
მალევე ტრავმა გაუმიზეზდა და ისევ ლაზარეთში დაბრუნდა.

ფეხბურთელს ძვლის შეშუპება აღმოაჩნდა, რამაც მას ნორმალურად ვარჯიშის საშუალება არ მისცა და მისი უქმობაც გაგრძელდა.

ამის შემდეგ "სარაგოსამ" ახალი მეთოდის გამოყენება სცადა და მადრიდში ჰიპერბარიული პალატის საშუალებით უმკურნალეს.

პაპუ უკვე ჯანმრთელად არის
პაპუ გასულ კვირას ვარჯიშზე პირველად გამოჩნდა, მან თანაგუნდელებთან ერთად სრულყოფილად ივარჯიშა, ფანები გახარებულები არიან, რადგან მათი გუნდის შეტევას ახალი ძალა ემატება.

დღეს "სარაგოსას" ახალი მწვრთნელი ჰყავს ვიქტორ ფერნანდესის სახით, ახლა ის გადაწყვეტს მისცემს თუ არა რამდენიმე წუთს მაინც შაბათს "ექსტრამადურასთან" გასამართ მატჩში.

altMarca: გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" თამაშს ზამთარში გააძლიერებს

alt"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი" - ესპანური პრესა ქართველი ფეხბურთელის მოუშუშებელი ტრავმის შესახებ

მომზადებულია eldesmarque.com-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე მოიქცნენ ქურდულად. ქურდებმა არ გაქაჩენ კალაძე?
ვასო
01:37 20-12-2018
13
ჟურნალისტმა რა ქნას? ქურდებს დაუწყოს დევნა, თუ მაფიოზებს სდიოს ინტერვიუზე???
კ ო მ ბ ლ ე
23:21 19-12-2018
7

სიახლეები პოპულარული