დღეს, 26 დეკემბერს, "გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში ლიდერ "გენკთან" გასვლითი მატჩის განაცხადში კი იყო შეყვანილი, მაგრამ მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადიდან გამოიყვანა.
ტორუპი ასევე მოიქცა გასულ ტურში "სერკლ ბრიუგესთან" შეხვედრისასაც, რადგან ჩაკვეტაძეს ტრავმირებული მარჯვენა ფეხი ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია და ალბათ, მისი გადაწყვეტილება მართებულია.
ტორუპმა მიუხედავად თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას სურვილისა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი დღევანდელ თამაშში მონაწილეობა.
ეს შეხვედრა ქართველების გუნდმა ქართველების გარეშე 1:3 წააგო.
შემდეგი მატჩი "გენტს" 20 იანვარს აქვს და იმედია, იქამდე ორივე ჩვენებური მწყობრში
ჩადგება.