![](https://sportall.ge/pictures/image5/22f0d3a80f0a30f1681c364bfb34319c.jpg)
ჩვენი ყურადღება "გენტის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისკენაა მიმართული, რომლის ფასიც განახლების შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა.
აქამდე მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენდა.
ამით მან საბა კვირკველიას აჯობა და ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველის ტრანსფერი 8 მლნ ევროდ ფასდება.
ამ მონაცემით ის ბელგიის ჩემპიონატის ყველა მოთამაშეს შორის მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო საკუთარ კლუბში ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა.
ასე გამოიყურება: გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო დიაგრამა:
![გიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა - ის ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა Sportall.Ge](/images/new_photo/2018/DEC17-31/07/chakvetaa.png)
გიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს
ხოჭოლავა გაძვირდა, ანანიძე გაიაფდა - ქართველი ფეხბურთელების ახალი სატრანსფერი ფასები