გიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს

AutoSharing Option
გუშინ ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე voetbalnieuws.be-ის გამოკითხვაში, რომელიც ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ტალანტებს შორის ტარდებოდა, მეორე ადგილზე 20 პროცენტით იმყოფებოდა.

ამ წუთის მონაცემებით, სიტუაცია შეცვლილია და ქართველი ფეხბურთელი 78 პროცენტით პირველ ადგილს იკავებს. ის მეორე პოზიციაზე მყოფ სენდერ ბერგს 65 პროცენტით უსწრებს.

გამოკითხვაში უკვე 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

altგიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო ტალანტებს შორის - ბელგიური გამოცემის გამოკითხვა

altმწვრთნელმა არ გარისკა, ჩაკვეტაძე ისევ გამოიყვანა განაცხადიდან და "გენტი" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას წინათ, რომელიღაც უცხოურ საიტზე გამოკითხვა იყო, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო პოეტებზე. რომ შეესია ჩვენი ,,პატრიოტი" სასტავი, სულ ლიწინით გაიყვანეს პირველ ხუთ აგდილზე ქართველი პოეტები. ათეულში კიდევ გვყავდა ერთიორი. შექსპირმა, მეშვიდემდე გაქაჩა მხოლოდ. :))) მე არ მესმის ასე ნაძალადევი ურაპატრიოტიზმი, თორემ ჩკვეტაძე ყველას გვეიმედება ისედაც, რომელ ადგილზეც არ უნდა გავიდეს ამ გამოკითხვაში.
გივი
02:04 28-12-2018
1
#NBAVOTE GIORGI CHAKVETADZE
TINTO BRAS
16:24 27-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული