გიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა - ის ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებ-გვერდმა Transfermarkt.de-მ ბელგიის ჩემპიონატის სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.

ჩვენი ყურადღება "გენტის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისკენაა მიმართული, რომლის ფასიც განახლების შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა.

აქამდე მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენდა.

ამით მან საბა კვირკველიას აჯობა და ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი მცველის ტრანსფერი 8 მლნ ევროდ ფასდება.

ამ მონაცემით ის ბელგიის ჩემპიონატის ყველა მოთამაშეს შორის მეექვსე პოზიციაზეა, ხოლო საკუთარ კლუბში ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა.

ასე გამოიყურება: გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო დიაგრამა:

Sportall.Ge

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მისი ფასი არ შეცვლილა და ისევ 3 მილიონი ევროა.

altგიორგი ჩაკვეტაძე პირველია! - ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ტალანტებს შორის გამოკითხვაში ლიდერობს

altხოჭოლავა გაძვირდა, ანანიძე გაიაფდა - ქართველი ფეხბურთელების ახალი სატრანსფერი ფასები

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეჰ...ჯანოსაც მამგარი ფასი უნდა ჰქონდეს რუსეთში რომ არ დარჩენილიყო... რუსებმა შური იძიეს ჯანოს გადაწყვეტილებაზე და პატრიოტიზმზე რათა ის მაგალითად არ ქცეულიყო დანარჩენი არა ეთნიკურად რუსი სპორტსმენებისთვის (სომხებისთვის,აზერბაიჯანელებისთვის,უკრაინელებისთვის და ა.შ.) ახლა მაინც წავა იმედი მაქვს...
ვახტანგი
29 დეკემბერი 2018 16:44
1
რატომ ბლოკავთ ჩემს კომენტარს?რას ჰგავს ეს?დაიხსომეთ რომ ოდალა და მსგავსი სუბიექტები, აწარმოებენ ჰიბრუდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ!ასე რომ ნუ ბლოკავთ ანტირუსულ კომენტარებს და მოგვეცით საშუალება პასუხი გავცეთ ჩვენი სამშობლოს მტრებს!
Alex.F.
28 დეკემბერი 2018 15:17
3
მესიმ თქვა ჩაკვეტაძეს თუ არ იყიდით მაშინ ბარსელონას დავტოვებდი.
ბარსელონა
28 დეკემბერი 2018 10:06
11
გენტში დარჩება სამი-ოთხი წელი. აი ნახავთ. მერე შეიძლება ლოკერენში ან ოსტენდეში ვიხილოთ
Vvvvv
28 დეკემბერი 2018 10:01
14
ისე სასაცილო კია მაგრამ არამგონია დესნა
ჭაღარა
27 დეკემბერი 2018 22:20
17
მიდი გიო, დესნა სულმოუთქმელად გელოდება ;)
odala
27 დეკემბერი 2018 22:11
30
საქართველოს იმედი ხარ
irakli
27 დეკემბერი 2018 22:10
1
ყველაფრის დაწერა მართლა არ შეიძლება მაგრამ ამის არდაწერა მართლა არ შეიძლება საღო გიო
ჭაღარა
27 დეკემბერი 2018 22:04
0
ძალიან კარგია სეზონის ბოლომდე თუ დარჩება გენტში და ზამთარში არ გადავა სხვაგან გაზაფხულისთვის უფრო მოიმატებს მისი ფასი ძირითადის ფეხბურთელია გუნდის ლიდერი მუდმივად თამაშობს გოლები გაქვს ეს წარმატებაა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი
27 დეკემბერი 2018 21:17
0
ეს ფასი საახალწლოდ გაძვირდა თუ რა ამბავია?
!!!
27 დეკემბერი 2018 20:19
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული