გიორგი არაბიძე ათამაშეს და გოლიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 დეკემბერს, პორტუგალიის ლიგის თასზე B ჯგუფში, მე-3 ტურში, "ნასიონალი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ტონდელასთან".

ტრავმის გამო კარგა ხნის უთამაშებელი გიორგი არაბიძე მწვრთნელმა კოშტინიამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, შეუცვლელად ათამაშა და მან მე-20 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ეს პორტუგალიურ კარიერაში არაბიძის მიერ ოფიციალურ მატჩში გატანილი პირველი გოლია. თუმცა, მისმა გუნდმა 85-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა და დამარცხდა.

"ნასიონალი" ოთხგუნდიან ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

"ნასიონალი" ჩემპიონატზე 2 იანვარს გიმარაეშის "ვიტორიას" მასპინძლობს და იმედია გიორგის თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი
შეიძლება "დესნაში" გადავიდეს, მაგრამ sportall.ge-სთან ინტერვიუში ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.



მკითხველის კომენტარები / 22 /
ზოგ პროფესორს რო კითხო გიო ცუდი ფეხბურთელია. ცაციები ასე ურტყამდნენ მარჯვენათი ბევრი გინახავთ. უნივერსალია ეგ ბიჭი ნახეთ რა კაცი და რა ფეხბურთელი დადგება მისგან. წარმატებები გიო
გოგა
30 დეკემბერი 2018 22:33
0
ღმერთმა გისმინოს მეგობარო, მაგრამ ამას უკვე ჭანტურია დაემართა, ღიპი და ღაბაბი სათამადო კაცივით აქვს მოშვებული
mamuka
31 დეკემბერი 2018 09:44
0
საბურთალოს შეუძლია ეს ბიჭი იჯარით მაინც აიყვანოს ლიგაზე გამოადგება მაგრად. თან გიოც უფრო მეტად მოტივირებული იქნება
გიორგი
29 დეკემბერი 2018 22:15
5
მაგრაი ტალანტია. ცხონებული ვახტანგ კოპალეიშვილი მახსენდება, რატომღაც!
aburjga
29 დეკემბერი 2018 18:49
1
მთელ თამაშს ვუყურე და ნასიონალში ვინმემ თუ ითამაშე არაბიძეა, უბრალოდ ძალიან დაბალი კლასის გუნდში გადასულა. ისე ცოტა მეტი ჟინი შეტევაში, დაცვაში ჩამოსვლა დასახმარებლად და გაცილებით უკეთეს გუნდში გადავა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ტალანტად.
თაზო
29 დეკემბერი 2018 18:03
1
არაბიძე ჩაკვეტაძეზე ნაკლები ტალანტი არაა, უბრალოდ დიდი ხანი გაჩერდა იმ გუნდში სადაც გაუჭირდებოდა ძირითადში თავის დამკვიდრება, პორტუგალის ჩემპიონატი მშვენიერი შანსია თავის გამოსაჩენათ საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად და მოსამატებლად ნაციონალეში ექნება მუდმივი სთამაშო დრო წარმატებები გიორგის.
გიორგი
29 დეკემბერი 2018 16:08
1
გიურგი არაბიძე უნიჭიერესი ტალანტით დაჯილდოებული ფეხბურთელია წარმატებას გისურვებ მას ერთა ლიგაზე ძალიან უნდოდა თამაში და დაემტკიცებინა ყველასთვის რომ რისი შესაძლებლობები გაჩნია რამდენი სტანდარტული მდგომარეობიდან დარტყმა შეიძლებოდა შესრულრბულიყო ლამაზად და შედეგიანად გიორგი ხომ სტანდარტული მდგომარეობის შესრულების მასტერია. ვაისმა მას ერთა ლიგაზე არ მიცა თამაშის შესაძლებლობა ..რაც ვთვლი არასწორი იყო. გიორგი მჯერა გაიბრწყინებ და დადუმებ ბევრ ადამიანს..
QARTVELI -GULSHEMATKIVARI
29 დეკემბერი 2018 14:46
4
კი ბატონო, მაგარი საყრდენი იქნება. ვისაც ვაისი მწვრთნელი გონია. რა გახდაქ ერთი კაი მწვრთნელი ნეტა. არა გვყავს?
ვასო
29 დეკემბერი 2018 14:21
10
ეს ბიჭი ზარმაცია, ჯერ დაფიქრდა, გავინძრე, თუ არაო.
კ ო მ ბ ლ ე
29 დეკემბერი 2018 13:38
7
ამ ბიჭს შრომისმოყვარეობა აკლია,არადა დიდი კარიერა ექნებოდა.
zas.
29 დეკემბერი 2018 13:27
4
დაყენეტ საყრდენად და ახალი კანკავა გვეყოლება
lasha
29 დეკემბერი 2018 12:46
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული