გიორგი არაბიძე ათამაშეს და გოლიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 დეკემბერს, პორტუგალიის ლიგის თასზე B ჯგუფში, მე-3 ტურში, "ნასიონალი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ტონდელასთან".

ტრავმის გამო კარგა ხნის უთამაშებელი გიორგი არაბიძე მწვრთნელმა კოშტინიამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, შეუცვლელად ათამაშა და მან მე-20 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ეს პორტუგალიურ კარიერაში არაბიძის მიერ ოფიციალურ მატჩში გატანილი პირველი გოლია. თუმცა, მისმა გუნდმა 85-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა და დამარცხდა.

"ნასიონალი" ოთხგუნდიან ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

"ნასიონალი" ჩემპიონატზე 2 იანვარს გიმარაეშის "ვიტორიას" მასპინძლობს და იმედია გიორგის თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი
შეიძლება "დესნაში" გადავიდეს, მაგრამ sportall.ge-სთან ინტერვიუში ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.



მკითხველის კომენტარები / 22 /
ზოგ პროფესორს რო კითხო გიო ცუდი ფეხბურთელია. ცაციები ასე ურტყამდნენ მარჯვენათი ბევრი გინახავთ. უნივერსალია ეგ ბიჭი ნახეთ რა კაცი და რა ფეხბურთელი დადგება მისგან. წარმატებები გიო
გოგა
22:33 30-12-2018
0
საბურთალოს შეუძლია ეს ბიჭი იჯარით მაინც აიყვანოს ლიგაზე გამოადგება მაგრად. თან გიოც უფრო მეტად მოტივირებული იქნება
გიორგი
22:15 29-12-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული