ვაკო გვილია კარიერას "ტობოლში" ან შერიფში" გააგრძელებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შეიძლება ნაახალწლევს გუნდი გამოიცვალოს.

ყაზახური prosports-ი ირწმუნება, რომ მისი სამსახურით კოსტანაის "ტობოლი" და ტირასპოლის "შერიფი" არიან დაინტერესებულნი.

გამოცემის მტკიცებით, ვაკოს "ლუცერნის დატოვება" არ უნდა.

"ლუცერნის" მწვრთნელი რენე ვეილერი გვილიას არ ათამაშებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მისი დარი მოთამაშეების ადგილი ფეხბურთში არ იქნება.

"ტობოლის" ღირსებას ქართველი ლეგიონერები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი იცავენ, ხოლო "შერიფში" ახლახან გორის "დილადან" თავდამსხმელი ლეანდრო რიბეირო გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოდით რა საბურთალოში ან დინამოში ერთი მთელი სეზონით ისინი ვინც თავისუფალი აგენტები ხართ(ოქრი,ლორია,გვილია) და პლუს,ჭანტურია,ებრალიძე,არაბიძე და ევროპა ლიგა 99% იქნება
ბაჩო
31 დეკემბერი 2018 13:02
0
რავი, ყიდიან და ყიდიან, არა და, დინამოში ან საბურთალოში არ არიან მთლად ასეთი დონის ფეხბურთელები, ცოტა უკეთესები კი არიან, მაგრამ
პრობლემა ისიცაა რომ, ქართველი ფეხბურთელები ფულის საშონვლად მიდიან , რა ხარისხის ფეხბურთია არ აინტერესებთ, ეს ტენდეცია დიდი დროს წინ დაიწყო. და კიდევ ერთი, პონტები იწყება, მე ევროპაში ვცხოვრობ, ნახე რა მანქანა მყავს, კაი პონტში ვარ და ა.შ.
სამწუხაროდ ესაა ჩვენი ერის უბედურება!
Deus
02 იანვარი 2019 09:34
0
არა რაა,არ გინდათ ეს ტობოლები რააა....
ბაჩო
31 დეკემბერი 2018 12:57
0
იმედია მაგ შეცდომას არ დაუშვებს, კარგი ბიჭია ნიჭიც აქვს და ევროპაში დარჩეს ჯობია...
გივი
31 დეკემბერი 2018 10:33
0
ყაზახეთის ჩემპიონატი, მალე საქართველოს ლიგის დუბლი იქნება))) მეც წამიყვანეთ რა..ქართველი ვარ))) ტობოლში ოქროს ხო არ არიგებენ ნეტავი?))))
Deus
30 დეკემბერი 2018 22:27
0
აქედან მხოლოდ ერთI დასკვნა გამომდინარეობს - იმ გუნდის მწვრთნელი სადაც ახლა გვილია თამაშობს პროსტამც გამო..ვებულია!
aburjga
30 დეკემბერი 2018 22:24
3
გასაგებად დაწერე ჯიმა,იქნებ რამე გაგვიხარდეს
ბაჩო
31 დეკემბერი 2018 12:59
0
მაშ ცუდად ყოფილა ტობოლის საქმე. კანკავა კვეკვესკირი გვილია. ოქრიაშვილიც დაუმატეთ ბარემ :D
Rato blokav?
30 დეკემბერი 2018 13:34
4
ყაზახეთის ჩემპიონატი რომ სანატრელ გაგიხდება რა კლასზეა საუბარი
Ссс
30 დეკემბერი 2018 13:32
2
საქართველოს ტობოლის ნაკრები გვექნება მალე
ჭაღარა
30 დეკემბერი 2018 13:24
1

სიახლეები პოპულარული