Marca: გიორგი პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და "ხიხონთან" ითამაშებს

AutoSharing Option
5 იანვარს "სარაგოსა", ლა ლიგა 2-ის მორიგ მატჩში ხიხონის "სპორტინგს" დაუპირისპირდება. საეჭვო იყო, ითამაშებდა თუ არა გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც კვირას გამართულ ვარჯიშში კუნთში არსებული დისკომფორტის გამო ვარჯიში ვერ მოახერხა.

როგორც ესპანური Marca იუწყება, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მზადყოფნაშია და გუშინ, 2 იანვარს გამართულ ვარჯიშში სრული დატვირთვით ივარჯიშა.

გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში 3 თვე გამოტოვა და ტრავმის შემდეგ მოედანს გასულ ტურში, "ექსტრამადურასთან" შეხვედრაში დაუბრუნდა, სადაც შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

"სარაგოსასა" და "სპორტინგის" შეხვედრა 5 იანვარს
გაიმართება.

altAS: გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში ვერ მოახერხა, თუმცა...

მკითხველის კომენტარები / 1 /
მარკამ ის არ დაწერა პაპუ რომელ საათზე ჭამს და იძინებს?
ვიღაცნოშინი
11:28 03-01-2019
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული