gelderlander.nl: ანანიძის "ვიტესში" გადაყვანა სლუცკის უნდა და ამ საკითხს დირექტორს შეუთანხმებს

AutoSharing Option
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკმა" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ვიტესში" გაანათხოვროს და ეს ამბავი ნიდერლანდურმა gelderlander-მა დაადასტურა.

გამოცემის მტკიცებით, ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული "ვიტესის" რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

სლუცკი ანანიძის ზაფხულამდე იჯარით აყვანის საკითხს ამ კვირაში შეუთანხმებს კლუბის ტექნიკურ დირექტორს მარკ ვან ჰინტუმს.

არნემულ გუნდში წარმატებით ასპარეზობდნენ ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი და მათი კარგი რეპუტაცია იმედია, ანანიძეს გუნდში აყვანაში დაეხმარება.

სლუცკის თანაშემწეებად მისი ყოფილი ფეხბურთელები ძმები ვასილი და ალეკსეი ბერეზუცკები დაინიშნენ და გუნდს პორტუგალიურ შეკრებაზე წაიყვანენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ სიტუაციაში ვიტესი კარგი ვარიანტია მისთვის ძირითადში ადგილის დამკვირდება არ გაუჭირდება თან ჰოლანდის ჩემპიონატი სადაც თითქმის სულ ახალგაზრდები თამაშობენ და ბევრი გოლები გადის ლაღი მხიარული ჩემპიონატი მისთვის მშვენიერი იქნება მთავარია თვითონ თუ მოინდომებს.
რათქმაუნდა იმეხალა ხელფასი არ ექნება რამხელაც სპარტაკში მაგრამი იქ ფეხბურთს ითამაშებს.
გიორგი
03 იანვარი 2019 18:59
0
ჯანო ოღონდ შენ მანდ გადადი და ხელფასის სხვაობას მე დავფარავ :))
grego
03 იანვარი 2019 19:26
3
როგორ დაგეკონტაქტო?
ჯანო ანანიძე
03 იანვარი 2019 20:47
0
ერთ მხარეს მეშოკით ფული მეორე მხარეს ფეხბურთის თამაში ვნახოთ რას აირჩევს.
samana
03 იანვარი 2019 19:49
2
პირველი არის კარიერა დანარჩენი მეორეხარისხოვანია ვინც მასე არ ფიქრობს ის დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ასეა ეს
irakli
03 იანვარი 2019 20:01
3
ეგრე არ უნდა ეგ, პირველი არის კაცობა და სიმართლე ჯანომ რომ საქართველო რუსეთზე არ გაცვალა ის, კარიერა რომ ნდომებოდა რუსეთს აირჩევდა.
Zviadi
03 იანვარი 2019 21:10
1
ჯანო წადი ჰოლანდიაში!!!!
ucha martalishvili
04 იანვარი 2019 02:26
1
ზვიადის ვეთანხმები, ჯანო ნამდვილი ქართველია და დარწმუნებული ვარ ისე მოიქცევა როგორც ნაკრებს და ქეყანას გამოადგება. წარმატებები და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ჯანოს
roma
04 იანვარი 2019 10:54
1
მემგონი ზოგიჭირი მარგებელიაო.ამ სპარტაკიდან რაც მალე წავა უკეტესი.ჰოლანდია ყველაზე კარგი ვარიანტ
ია.მითუმეტეს ეს სლუცკი იცნობს ტვიტონაც ნორმალურ მწვრტნელად ჩამოყალიბდა
n
04 იანვარი 2019 18:07
0
ნეტა ვიტესი გაიჩარხოს, იქ კარგად მოიხოდება ჯანო
ემირი
04 იანვარი 2019 19:37
0
ჰოლანდია ენატრება ტიპს. )))
Xxx
04 იანვარი 2019 14:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული