გოგა გახოკიძე: გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება ძალიან უნდა "გლადბახს"

AutoSharing Option
ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, გოგა გახოკიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ვეტერანი ფეხბურთელი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მოთამაშეებთან და მათ ბელგიაში, ჰოლანდიასა და გერმანიაში კარიერის აწყობაში ეხმარება.

როგორც მან "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, გიორგი ჩაკვეტაძით ძალიან არის დაინტერესებული მიუნხენგლადბახის "ბორუსია".

"გენტს" უნდა, რომ გიორგი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ამ ეტაპზე გიორგი ისეთ კლუბში გადავა, სადაც კარგად მოემზადება გრანდში სათამაშოდ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩაკვეტაძის გადაბირება ძალიან უნდა "გლადბახს". ახლა ეს კლუბი ელოდება სეზონის
დასრულებას - მთავარია, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას. ასევე არის "დორტმუნდის" რეალური" ინტერესი. ფაქტია, გიორგი უნდა წავიდეს ისეთ კლუბში, სადაც ექნება სათამაშო პრაქტიკა. მისი ფასი 20 მილიონზე მეტი იქნება. ამის თქმა ახლავე შემიძლია. თუ გიორგიმ ასე გააგრძელა თამაში, სეზონის ბოლომდე მისი ღირებულება კიდევ გაიზრდება." - განაცხადა გოგა გახოკიძემ.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ინტერვიუს სრულად ნახვა "ლელოზე" შეგიძლიათ.

altსანჩო, დე ლიხტი და ჩაკვეტაძე - Transfermarkt-მა ახალგაზრდა ტალანტები მატჩების რაოდენობით გამოარჩია

altგიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა - ის ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხო, მაგრამ ჩვენ გერმანია არ გვაწყობს.
sdfffff
04 იანვარი 2019 19:07
19
საახალწლოდ ზღმარტლის ჭამა ჯობია. მიდი გელა!
მთხლე
04 იანვარი 2019 18:44
20
დუდელანჟი ჯობია. ყენიასთან ერთად კარგი დუეტი ექნებათ სათადარიგო სკამზე.
ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე
04 იანვარი 2019 18:43
40
ამ გუნდის სახელი ჯერ არ დაგიწერიათ გამართულად.

მიონხენგლადბახის ბორუსია არის სწორი
borussia mönchengladbach
04 იანვარი 2019 18:43
3
არ ქნათ ბიჯო, გერმანიაში არ გაუშვათ არავითარ შემთხვევაში სხვაგან ყველგან შეიძლება ევროპაში.
ariqa
04 იანვარი 2019 18:32
25
ნელა ტობოლში არ აღმოჩნდეს სეზონის ბოლოს
zviad
04 იანვარი 2019 17:34
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული