გოგა გახოკიძე: გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება ძალიან უნდა "გლადბახს"

AutoSharing Option
ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, გოგა გახოკიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ვეტერანი ფეხბურთელი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მოთამაშეებთან და მათ ბელგიაში, ჰოლანდიასა და გერმანიაში კარიერის აწყობაში ეხმარება.

როგორც მან "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, გიორგი ჩაკვეტაძით ძალიან არის დაინტერესებული მიუნხენგლადბახის "ბორუსია".

"გენტს" უნდა, რომ გიორგი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ამ ეტაპზე გიორგი ისეთ კლუბში გადავა, სადაც კარგად მოემზადება გრანდში სათამაშოდ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩაკვეტაძის გადაბირება ძალიან უნდა "გლადბახს". ახლა ეს კლუბი ელოდება სეზონის
დასრულებას - მთავარია, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას. ასევე არის "დორტმუნდის" რეალური" ინტერესი. ფაქტია, გიორგი უნდა წავიდეს ისეთ კლუბში, სადაც ექნება სათამაშო პრაქტიკა. მისი ფასი 20 მილიონზე მეტი იქნება. ამის თქმა ახლავე შემიძლია. თუ გიორგიმ ასე გააგრძელა თამაში, სეზონის ბოლომდე მისი ღირებულება კიდევ გაიზრდება." - განაცხადა გოგა გახოკიძემ.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ინტერვიუს სრულად ნახვა "ლელოზე" შეგიძლიათ.

altსანჩო, დე ლიხტი და ჩაკვეტაძე - Transfermarkt-მა ახალგაზრდა ტალანტები მატჩების რაოდენობით გამოარჩია

altგიორგი ჩაკვეტაძის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა - ის ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეა

მკითხველის კომენტარები / 17 /
აშკარაა გულშემატკივრების უმეტესობა მაგარ პახმელიაზე ხართ! ))) მე კი ვისურვებდი ეს ჩვენი ტალანტები ჩაკვეტაძე და ანანიძე ჰოლანდიაში მეხილა! ჰოლანდიაში არ ომობენ, ფეხბურთს თამაშობენ! ტრამვიანობაც ნაკლებია შესაბამისად! ჰოლანდიაში თუ თავს გამოიჩენენ, მერე სუპერკლუბებიც დაინახავენ და აიყვანენ!
aburjga
13:02 05-01-2019
2
დესნას ინტერესზე რატომ არაფერს წერთ? მე მაგალითად ყველაფერი მაინტერესებს ჩაკვეტაძის კარიერის შესახებ და ამიტომ სიაოვნებით წავიკითხავდი სტატიას დესნას დაინტერესების შესახებ.
odala
09:38 05-01-2019
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული