გვილიას "ლუცერნი" არ დაუტოვებია - დღეს მან და კაკაბაძემ "ვინტერტურთან" ითამაშეს

AutoSharing Option
ნაახალწლევს შეკრება დაიწყო "ლუცერნმა" და პირველი სპარინგიც გამართა - რანგით მეორე დივიზიონის "ვინტერტურთან" 1:2 დამარცხდა.

"ლუცერნის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც ტრავმა მოირჩინა.

შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი ვაკო გვილია. შეგახსენებთ, ადრე დაიწერა, რომ მას მწვრთნელი რენე ვეილერი იანვარში გუნდიდან გაუშვებდა.

"ლუცერნი" 11 იანვარს შეკრების მეორე ეტაპის გასავლელად მარბელაში გაფრინდება, სადაც 17 იანვარს ამხანაგურ მატჩში ბუქარესტის "სტიაუას" შეხვდება.

შვეიცარიის ჩემპიონატი 3 თებერვალს განახლდება - ქართველების გუნდი მე-19 ტურში "სიონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Mkitxavebi xart
Bodishi
Ggg
09 იანვარი 2019 12:23
0
გვილია უფრო მეტს მიაღწევს ვიდრე ანანაძე იმიტომ რომ ამ კაცს ევროპაში უნდა,ჯანოს მხოლოდ მაყუთი და რუსეთი
ჟილკა
08 იანვარი 2019 22:28
7
მგონი გასაგებად ეწერა,რომ ჯანო თანახმა იყო ვიტესში შემცირებულ ხელფასზეც კი წასულიყო,მაგრამ სპარტაკს არ აწყობდა და სპარტაკთან კიდევ კაი ხანს აქვს კონტრაქტი.ეგაა სწორედ უბედურება.ერთი იმედი ის არის,რომ ბიჟოვიჩი მას როსტოვოდან იცნობს,სადაც მათ დიდებული სეზონი ჰქონდათ და ის აუცილებლად ენდობა ჯანოს.
სოსო
09 იანვარი 2019 00:09
0

სიახლეები პოპულარული