გვილიას "ლუცერნი" არ დაუტოვებია - დღეს მან და კაკაბაძემ "ვინტერტურთან" ითამაშეს

AutoSharing Option
ნაახალწლევს შეკრება დაიწყო "ლუცერნმა" და პირველი სპარინგიც გამართა - რანგით მეორე დივიზიონის "ვინტერტურთან" 1:2 დამარცხდა.

"ლუცერნის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც ტრავმა მოირჩინა.

შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი ვაკო გვილია. შეგახსენებთ, ადრე დაიწერა, რომ მას მწვრთნელი რენე ვეილერი იანვარში გუნდიდან გაუშვებდა.

"ლუცერნი" 11 იანვარს შეკრების მეორე ეტაპის გასავლელად მარბელაში გაფრინდება, სადაც 17 იანვარს ამხანაგურ მატჩში ბუქარესტის "სტიაუას" შეხვდება.

შვეიცარიის ჩემპიონატი 3 თებერვალს განახლდება - ქართველების გუნდი მე-19 ტურში "სიონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Mkitxavebi xart
Bodishi
0
გვილია უფრო მეტს მიაღწევს ვიდრე ანანაძე იმიტომ რომ ამ კაცს ევროპაში უნდა,ჯანოს მხოლოდ მაყუთი და რუსეთი
ჟილკა
22:28 08-01-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული